Jump to content

1433 წ. - თამარ მეფის სასისხლო სიგელი იაკობიძეებს

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

იაკობიძეთა სასისხლო სიგელი

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1912 - სარგის კაკაბაძე - ვახტანგ, უცნობი მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი - გვ.11-13

საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ - გვ.60-62

საბუთის ტექსტი: 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв. - გვ.143-146



სახელითა ღმრთისათა, მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩუენთა აფხაზთა, ჯიქთა, სუანთა და მეგრელთა, კახთა და სომეხთა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა ორისავე სახელმწიფოსა მპყრობელმან მეფეთა მეფემან თამარა და ჩუენთა თავადთა და ებისკოპოზთა, ყოვლისა საქრისტიანოსა რჯულისა მამაგრებელთა, მანდატურთა მანდატურმან, დადიანმან, ამილახორთა და ერისთავთა და ჩუენისა კარისა მოსამსახურეთა და აზნაურიშუილთა კარისა ჩუენისა მოსამსახურეთა ერთობით.

შეგიწყალეთ და გიბოძეთ სასისხლო ესე სიგელი თქუენ იაკობიძეთა, გელათის წინამდეგთა იაკობს და რომანოზს, შალვას და ოქროპირსა. დაგიმტკიცეთ და გიბოძეთ სიგელი ესე მას ჟამსა, ოდეს მოხუედით და გუიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ და გაგიჩინეთ ასოცი ათასი კილმანური თეთრი სრული სისხლი, თორმეტი გლეხი, თორმეტი ცხენი, თორმეტი თეთრი ქორი, თორმეტი ჯორი, თორმეტი მეძებარი, სამი ხატი.

მას ჟამსა შინა, ოდეს შენი გუარის კაცი ოქროპირი ციხისთავმან ფულარიანმან მოკლა. და გაგიჩინეთ სრული სისხლი, ამად რომე, ჩუენისა მოლარეთ უხუცესი იყავ და ჩემისა სალაროთა დაგიურვე და გიბოძე სამწეს თორმეტი გლეხი. ამას გარეთ ფოლარიანმან დაგიურვა რაცა ამა სიგელსა შიგა სწერია სრული სისხლი და ვერა ამოგივიდა და ცოლისა ჩემეული ზუნარი წამოჰხადა და ვერცა მაშინ ამოგივიდა. ჩუენითა შუაობითა დაგაურვა სისხლი ესე, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:

ვინცა შინა ჩაგიხდეს და ალაფი წაგისხას, ალაფიცა უკლებად შეგექცეს და თორმეტი ათასი სხუა გემატოს.

ვინცა დარბას უსამართლოდ შეგასმინოს, ნახევარი სისხლისა დაგეუროს.

გრძნეულობა შემოგყივლოს და მართალი გამოხუიდე, სრული სისხლი დაგეუროს.

ვინცა ცოლი მოგითრიოს და მანდილნი მოგიხადნეს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.

ვინცა ცოლი მოუ..ნას, სრული სისხლი დაგიუროს.

ვინცა დასწავლილი ქალი დაგიგდოს, რაცა მოეტანოს, მის გარეთ ექუსი ათასი დაგიუროს.

ვინცა დასწავლილი ქალი წაგართუას, რაცა მიგეტანოს, მას გარეთ თხუთმეტი ათასი სხუა დაგეუროს.

ვინცა საღალატოდ წინა დაგიდგეს და გამჟღავნებითა მორჩე, ექუსი ათასი დაგეუროს სიკუდილისა ცდისათუის.

ვინცა თუალითა, ანუ წინა კბილითა დაგაშაოს, თორმეტი ათასი დაგეუროს.

ვინცა სადაღოდ დაგკოდოს საჩინოსა ადგილსა, ექუსი ათასი დაგეუროს ამა თეთრისა.

ვინცა უსამართლოდ მუქარა გთხოს და ლაშქართა ზედა შეგარცხუინოს, სამი ათასი თეთრი დაგიუროს.

ვინცა ხელითა ანუ ფერხითა დაგაშაოს, მესამედი ამა თეთრისა.

გაგიჩინეთ ჩუენ, ყოვლისა საქრისტიანოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მპყრობელმან მეფეთა მეფემან თამარ და ჩუენთა ათაბაკთა და ამილახორთა და ერისთავთა და ამირიჯიბთა, და თავადთა და მოსამსახურეთა კარისა ჩუენისათა ესე ერთობით დაგიმკუიდრეთ.

ვერავინ შეგიცუალოს სიგელი ესე მტკიცე და მოუშლელი, მიზეზ შემოუღებელი სამკუიდრო. ვინცა და რამანცა კაცმან შეგიცუალოს, ჩვენთამცა ბრალთაგან გაიკითხუის. არცა ვინ ღირსა შეშლასა და არცა გაცუდებასა.

დაიწერა სიგელი ესე ხელითა სახლის უხუცესითა რომანოზისა ბერისათა. ქორონიკონსა ას ოცდა ერთსა.

თამარ მეფემან უმტკიცე.


დათარიღება

[edit]
საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი 121, ანუ 1433 წელი, რაც გაზიარებულია ყველა გამოცემაში, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობაა საბუთის გამცემ თამარ მეფის ვინაობის შესახებ.
1909 წელს ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, თამარ მეფე ალექსანდრე დიდის მეუღლე და იმერეთის მეფე ალექსანდრე I-ის და თამარია. 1913 წ. სარგის კაკაბაძემ გამოსთქვა მოსაზრება, რომ თამარი იყო 1402 წ. ჩალაღანს მოკლული კონსტანტინე აფხაზთა მეფის ასული, რომელიც ცოლად ჰყავდა ალექსანდრე დიდის ძმას, ბაგრატს. ბაგრატისა და თამარის შვილები კი იყვნენ კოსტანტინე (+1439 წ.) და გიორგი (+1455 წ.), ბაგრატ VI-ის მამა. 1924 წ. სარგის კაკაბაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ თამარი იყო მეუღლე ასათიანთა სასისხლო სიგელის გამცემ ვახტანგ გორგასალისა. გონელი არახამიას მოსაზრებით, თამარი დავით ნარინის შვილიშვილ ალექსანდრეს ასულია და იგი ვახტანგ გორგასლის, ანუ ვახტანგ IV-ის არა თანამეცხედრე, არამედ დედინაცვალია და ისინი ერთად მეფობენ დასავლეთ საქართველოში.

პუბლიკაცია

[edit]