Jump to content

1434 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი არმაზის ციხის ბოძების თაობაზე

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 332.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. ჩუენ, მეფეთა-მეფისა ალექსანდრესაგან დავითიან-ბაგრატიონიანისა, და თანამეცხედრისა ჩუენისა, პატრონისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისაგან და ძეთა ჩუენთა: მეფისა ვახტანგის, დიმიტრის, გიორგის და ზაალისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შაჰანშე და ყოვლისა აღმოსავლეთით თუითფლობით მტკიცედ მპყრობელისა.

მოვიდა წინაშე ჩუენსა დიდისა და ცათა მობაძავისა დედაქალაქისა მცხეთისა საყდრისა მპყრობელი, ჩუენისა სულისა მოძღუარი და მეოხი კათალიკოზი თეოდორე და გუეაჯა, რათამცა მცხეთისა საყდრისა მკუიდრი ციხე არმაზი და მონასტერი მათთუისვე მოგუეხსენა. და ვქენით მოკითხული და დასაბამითგან არმაზი-ციხე მცხეთისა ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისაგან შეშლოდა და ჯაუნარს ჰქონდა. და ჩუენ წაუღეთ ჯაუნარს და მცხეთასვე მოვახსენეთ არმაზი-ციხე და მონასტერი სასახლოთა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მიმდგამითა, საძებრითა და უძებრითა ყოვლადვე უნაკლულოდ.

თქუენ, კათალიკოზმან თეოდორე, დღეს ჯაუნარის შვილი ყმად დაიჭირეთ და მისთუის სარჩომად ესე არმაზის ციხე და მონასტერი უბოძეთ. აწ, თუ ჯაუნარის შვილი თქვენ გეახლოს და ანუ შემდგომად თქუენსა კათალიკოზთა ჯაუნარის მომავალნი ყმად იახლნენ, ესე ციხე და მონასტერი მათ ჰქონდეს სარჩომად და მას ჟამთა მემამულეობით არა საქმე უც და ვეროდეს ისარჩლონ.

დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რკბ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კა, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკა (121) - 1433 წ., ალექსანდრე დიდის მეფობის კა (21) ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]