...კათალიკოზისა თეოდორეს მოგახსენე ხერკისხევს ზედაძნელასშვილი მისითა მამულითა, სასახლოთა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ;
მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს თქუენ, დიდისა და ცათა მობაძავისა დედაქალაქისა მცხეთისა საყდრისათუის და ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისათუის და თქუენისა მპყრობელისა, ჩუენისა სულისა მოძღურისა კათალიკოზსა თეოდორესათუის ხერკისხევს ზედაძნელასშვილი ასათ მისითა მამულითა, სასახლოთა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ;
და თქუენ ღმრთივ-აღმართებულო სუეტო განმაცხოველებელო და თქუენდა მოლტოლვისლთათუის წყალობა-უშურველობისა მიმნიჭებელო და ბრალთა და ტუირთმძიმეობისა დამხსნელო, ჩუენ, ყოველთა ცოდვილთა უცოდვილესისა ალექსანდრესგან შეიწირე მცირე ესე შესაწირავი...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რკბ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა კა, ხელითა მესტუმრისა და კარისა მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა.