Jump to content

1481-1482 წწ. - შეწირულების სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 064.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა ჩუენ, პატრონმან მეფემან ალექსანდრე ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ... დედა-ქალაქსა მცხეთისა საყდარსა და... ქართლისა პატრიარქსა კათალიკოზსა შიოს.

მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისა და შლილობისაგან მცხეთისა და გარესჯისა უდაბნოსა მამულთა მათნი მემზღურენი შემოეცილნეს და რაცა არაგუსა აქათ მცხეთისა მამულნი იყუნეს, მეჟმეობით რომელთამე მიიტაცნეს, ვქენით მოკითხული და რაგუარცა გუმართებდა, ძველნი გუჯარნი და სიგელნი მოვახუმევინეთ და ვითა არავის მართებდა, აგრე ჩემოვხსენით და არავის-რა საქმე დავადებინეთ არა დიდთა და არა მცირეთა, რაგუარცა არავინ ღირს ყოფილა: ჭავჭავაძესა ფაროდის ზეკნელისძისა პროკოპისთვის ნატყუარი სიგელი დაეწერინა ვანთისა, ვარცისა და დუმასუბნისა და, რაგუარცა ტყუილი იყო, აგრე გავაცუდეთ და ფიცითა გარდაწყდა და უდაბნოსავე დარჩა;

ამას გარეთ, რაცა გარესჯისა უდაბნოსა მამულნი არიან და გუჯრები ძეს მთას იქითისა და მთას აქათისა, რაგუარათაცა ამს წინათ ჩუენთა გუართაგან ხელშეუვალნი ყოფილან, მით წესითა დაგიმტკიცეთ და მოგახსენეთ...

ამას გარეთ, ერწოს - ორი სოფელი ნოდოკრა და გორანა, მათითა მზღურითა ერთობით ყუელანი, რაგუარცა ძუელთა გუჯართა შიგა სწერია; ბიწმენი მისითა მზღურითა, ხატისწობენა, ძაგნაკორნათა, რაცა მცხეთისა არის, ჯუარი, ჯაჭვი, ფოსუი, კუტალას - ორნი კუამლნი კაცნი. ამას გარდა მიწობლისძისეულისა მამულისა და ოქროპირის შვილისა მამული გარდაუწყვეტელი დარჩა და სააჯოს კარი არა დაგეჭიროს; და ვისაცა მცხეთისა და გარესჯისა მამულთანა საქმე ედვას, იგი სამართლითა გარდასწყდეს.

[ხელჩართული]:

ლეონ

[და შემდეგ]:

ქკს რკვ

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკვ (126) - 1438 წ., თუმცა კათალიკოზ შიოს მოხსენიების გამო ეს თარიღი თ.ჟორდანიას საეჭვოდ მიაჩნია, ხოლო ბ. ლომინაძე ვრცელი გამოკვლევის შემდეგ საბუთს 1438-1440-იანი წლებით ათარიღებს.
საბუთის დათარიღების შესახებ იხ. ფაროდი ჭავჭავაძის მოხსენიებით ალექსანდრე მეფის სიგელის დათარიღების შესახებ

საბუთის პუბლიკაციები

[edit]