რადგან 1439 წ. კათალიკოზად ჩანს დავით II, ამის გამო ეს ქორონიკონი, შემდეგ მიწერილი საეჭვოდ მიგვაჩნია (იხ. 1439 წ. ქვეშე). კათალიკოზი შიო ჩვენს საბუთებში პირველად სჩანს 1440 წ. - რად მოუწერია ალექსანდრე მეფესა "ლეონად" ჩვენ არ ვიცით: ანუ ალექსანდრე მეფის გუჯარი მერე კახთა მეფე-ლეონს მოუწერია (1513-1574) და ანუ ალექსანდრე არის კახთა მეფე უცნობი, ლეონ I-ად წოდებული, ბერად შემდგარი, რომელიც პ. იოსელიანის მოწმობით, დამარხულია დავით-გარესჯაში. კახთა მეფე გიორგი, მეფე-მონაზონის ალექსანდრეს ძე, გამეფებული 1433 წ. იხ. გუჯარში 1446 წ. ქვეშე. ამ უკანასკნელს აზრს ასაბუთებს ისიც, რომ ამ გუჯარში ალექსანდრე არ იწოდება "მეფეთა მეფედ" და არც მისი ოჯახობა არის ჩამოთვლილი. (ამ კითხვას შევეხებით ჩვენ 1446 წლის ქვეშე)".
ფაროდი ჭავჭავაძის მოხსენიებით ალექსანდრე მეფის სიგელის დათარიღების შესახებ
ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი შეწირულების წიგნის (ფაროდი ჭავჭავაძის მოხსენიებით) დათარიღების შესახებ
[edit]ალექსანდრე მეფის შეწირულების წიგნი სვეტიცხოველისადმი (ფაროდი ჭავჭავაძის მოხსენიებით) სამჯერაა გამოცემული: პირველად 1897 წ. თედო ჟორდანიამ "ქრონიკებში" 1438 წლის ქვეშ გამოაქვეყნა სიგელის ოდნავ შემოკლებული ვარიანტი (სინოდის კანტორის დედნის და მისი XVII საუკუნის პირის მიხედვით), რომელსაც დაურთო შემდეგი შენიშვნა:
2013 წ. გამოიცა "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის" II ტომი, რომელშიც აღნიშნული საბუთი გამოქვეყნდა 1438-1440-იანი წლების თარიღით და მის დათარიღებას მიეძღვნა ვრცელი გამოკვლევა:
დედანი ინახებოდა სინოდის კანტორის მცხეთის საბუთებში (N 64), იქვე დაცული იყო XVII ს. პირიც (N სკვ -226), ჩაწერილი მცხეთის საბუთების პირების წიგნში (N507). დაიკარგა ორივე. მოგვეპოვება დედნის გამოცემა და შინაარსი.
ქვეყნდება თ. ჟორდანიას 1897 წლის გამოცემის მიხედვით: "სინოდ. კანტ. სიგელი № 64 და ნუსხა 507 - :სკვ:" ქრონიკები - II - გვ.244 (შემოკლ.)
დედნის შინაარსი შესრულებულია 1818 წელს: სეა, 1451 - Книга гуджаров, I, მცხ. საბ. № 64, გვ.9. აქ იკითხება შემდეგი: "მეფის ალექსანდრესაგან სამცხეთოსა და დავით გარესჯის უდაბნოს სადაოს მამულების და სოფლების გარჩევა მათის სამძღვრებით, რომელიცა ხელმოწერილ არს და ძნელად წასაკითხია"; Книга гуджаров, IV, მცხეთის საბ. № 64, გვ.12.
თ. ჟორდანიას გამოცემულ ტექსტში თარიღი არ არის. ეტყობა, ის ორიგინალშიც არ იყო. გამომცემელს საბუთი შეაქვს 1438 წლის ქვეშ ტექსტს გარეთ გატანილი - "შემდეგ მიწერილი ქორონიკონის" მიხედვით ("ქკს რკვ"). საყურადღებოა, რომ სინოდ. კანტორის მუშაკმა დოკუმენტი უთარიღოდ გაატარა რეგისტრაციაში, რაც შემთხვევითი არ არის: მან თარიღის მნიშვნელობა არ მისცა ამ მინაწერს, ალბათ მისი უჩვეულო ადგილის გამო და, როგორც, მისი აზრით, ტექსტისათვის არაკუთვნილს. ან შესაძლებელია, ასეთი მიწერილი სულაც არ ჰქონდა მაშინდელ ტექსტს.
საბუთის გამომცემელს ეჭვი შეაქვს როგორც ამ მინაწერ თარიღში, ისე საბუთის გამცემის "მეფე ალექსანდრეს ვინაობაში და ურთავს შემდეგ შენიშვნას:
"რადგან 1439 წ. კათალიკოზად ჩანს დავით II, ამის გამო ეს ქორონიკონი, შემდეგ მიწერილი საეჭვოდ მიგვაჩნია (იხ. 1439 წ. ქვეშე). კათალიკოზი შიო ჩვენს საბუთებში პირველად სჩანს 1440 წ. - რად მოუწერია ალექსანდრე მეფესა "ლეონად" ჩვენ არ ვიცით: ანუ ალექსანდრე მეფის გუჯარი მერე კახთა მეფე-ლეონს მოუწერია (1513-1574) და ანუ ალექსანდრე არის კახთა მეფე უცნიბი, ლეონ I-ად წოდებული, ბერად შემდგარი, რომელიც პ. იოსელიანის მოწმობით, დამარხულია დავით-გარესჯაში. კახთა მეფე გიორგი, მეფე-მონაზონის ალექსანდრეს ძე, გამეფებული 1433 წ. იხ. გუჯარში 1446 წ. ქვეშე. ამ უკანასკნელს აზრს ასაბუთებს ისიც, რომ ამ გუჯარში ალექსანდრე არ იწოდება "მეფეთა მეფედ" და არც მისი ოჯახობა არის ჩამოთვლილი. (ამ კითხვას შევეხებით ჩვენ 1446 წლის ქვეშე)". აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ წიგნში მითითებულ 1446 წლის ქვეშ არ არის გუჯარი და არც საკითხია განხილული.
თ. ჟორდანიას მიერ წამოყენებული კრიტიკული შენიშვნები იმსახურებენ სერიოზულ განხილვას.
ხელრთვა, რომელიც ორიგინალს ჰქონდა, გამომცემელს წაუკითხავს: "ლეონ". საერთოდ ხელრთვის არსებობას ადასტურებს სინოდ. კანტორის ჩანაწერიც (იხ.ზემოთ).
ერთ-ერთი მყარი არგუმენტი იმისა, რომ საბუთი მივაკუთნეთ ალექსანდრე დიდს არის ის, რომ ადრესატად კათოლიკოსი შიო მოიხსენიება, რომელიც ამ მეფის დროს მოღვაწეობდა. რაც შეეხება თარიღს (1438), ესეც თავისთავად ალექსანდრე დიდის სასარგებლოდ ლაპარაკობა, მაგრამ იგი დამატებით განმარტებას საჭიროებს ერთის მხრივ როგორც "შემდეგ მიწერილი" თარიღი და მეორეს მხრივ იმის გამო, რომ შიოს ზეობის თანმთხვევა 1438 წელთან ჯერჯერობით პრობლემური საკითხია (საქმე ისაა, რომ ჩვენს ქრონოლოგიურ სიაში შიოს ზეობის 1438 წელი გამოყვანილი გვყავს ამ საბუთზე დაყრდნობით (XV ს. საქართველოს ქრონოლოგიიდან, გვ. 278). მაგრამ 1438 წლის მიმართ, ასე იქნება თუ ისე ვითარება, ეს გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ იძენს.
2014 წელს საბუთი კიდევ ერთხელ გამოიცა "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის" III ტომში, სადაც უკვე 1481/1482 წლებით იქნა დათარიღებული, ხოლო დათარიღებას შემდეგი არგუმენტაცია აქვს წამძღვანებული:
დედანი დაკარგულია. ნომრით N 84 იგი ინახებოდა სინოდის კანტორის მცხეთის საბუთებში. იქვე ყოფილა დაცული XVII საუკუნის პირი სკგ (226), შეტანილი მცხეთის საბუთების პირების წიგნში (N 507). ამჟამად გვაქვს საბუთის პირი: სცა, 1449-553, გადაწერილი XVII ს. პირიდან.
საბუთი უთარიღოა. თ. ჟორდანია მას ათარიღებს 1438 წლით, რადგან მას ქორონიკონად მიუჩნევია საბუთის ბოლოს, ლეონის ხელრთვის შემდეგ მიწერილი გრაფემები: რკვ. თუმცა თ. ჟორდანიას თავად ეეჭვებოდა ამ თარიღის სისწორე შიო კათალიკოსის გამო, რომელიც მისთვის ცნობილ დოკუმენტებში, პირველად 1440 წლიდან ჩანდა. ამავე დროს მის გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტიც, რომ ალექსანდრე I-ის მიერ გაცემულ საბუთს ხელს ურთავს ლეონ მეფე.
ბ. ლომინაძემ ვრცელი მსჯელობა მიუძღვნა საბუთის დათარიღების საკითხს და სიგელის გაცემის დროდ მან ალექსანდრე დიდის და შიო კათალიკოსის თანხვედრი წლები (1438-1440-იანი წწ.) მიიჩნია. ამავე დროს მკვლევარი მიუთითებს იმ შეუსაბამობაზე, რომელსაც იწვევს, ერთი მხრივ. სვეტიცხოვლის მამულებს შორის ბიწმენისა და ხატისწობენის დასახელება, რომლებიც მცხეთამ მიიღო ალექსანდრე დიდის შემდგომ გიორგი VIII-ის 1446 წლის სიგელით და, მეორე მხრივ, ლეონის ხელრთვა. ამ წინააღმდეგობას ბ. ლომინაძე ხსნის იმ ვარაუდის დაშვებით, რომ, შესაძლოა, ლეონ მეფის დროს სიგელი გაეახლებინოთ და ეს ორი სოფელი მაშინ დაემატებინოთ ტექსტში. ასეთი ტიპის "შესწორებები" ძალზე საეჭვოა, რადგან იგი უჩვეულოა ქართული დიპლომატიკისათვის. მართალია, სვეტიცხოვლის კრებსით საბუთებში ძველი და ახალი შეწირულობები ერთადაა ხოლმე თავმოყრილი, მაგრამ ყოველთვისაა დაცული შემომწირველთა რიგითობა, მათი სახელები და შეწირულების განახლების თანადროული კათალიკოსის სახელი.
მოცემულ შემთხვევაში საბუთის გამცემი და ადრესატი მეფე ალექსანდრე და კათალიკოსი შიო არიან. ასეთი შეწყვილება მეფე-კათალიკოსის სახელებისა საბუთებში, როგორც თ. ჟორდანიასათვის, ასევე ბ. ლომინაძისათვის ცნობილი იყო ალექსანდრე დიდისა და შიო I კათალიკოსის თანმხვედრ წლებში (14401442). შიოს სახელის მქონე კიდევ ერთი კათალიკოსი, რომელიც ამ დრომდე გამოუცემელ საბუთებში მოიხსენიება, სამწუხაროდ, მკვლევართა თვალსაწიერს მიღმა დარჩა. ჩვენს ხელთაა რამდენიმე თარიღიანი საბუთი, რომლებიც სრული უეჭველობით ამტკიცებენ 1481-1482 წლებში შიო II კათალიკოსის არსებობას. მათგან უმთავრესია სამი, რომლებშიც კათალიკოსი შიო საბუთების შედგენის თანამონაწილედ იხსენიება.
პირველია 1481 წლის ალექსანდრე მეფის სიგელი იოანე ჭარმაულისადმი, რომელშიც ნათქვამის, რომ მეფე ალექსანდრე მცხეთიშვილ ბერინასშვილს წყალობას აძლევს "კითხვითა და დამოწმებითა წმიდისა მეუფისა კათალიკოზისა შიოსითა" (იხ. Qd-10122). მეორეა 1482 წლის ანდერძი მისრი ედილაშვილისა იოანე ჭარმაულისადმი. აქ ლაპარაკია მცხეთიშვილთა შორის ქონების გადაცემაზე, რასაც კათალიკოსის ნებართვა ესაჭიროებოდა: "კითხვითა და ბრძანებითა ქართლისა კათალიკოზისა შიოსითა და ყოველთა მცხეთისშვილთა დამოწმებითა..." და მესამე - 1505 წელს გაცემული წყალობის წიგნი ალექსანდრე კახთა მეფის ძის პატრონ გიორგის მიერ ამავე იოვანე ჭარმაულისადმი. ამ საბუთში უკვე დამოწმებულია 1482 წლის ზემოხსენებული ანდერძი, რომლითაც იოვანე ჭარმაულს სამცხეთო მამული მიუღია: "მას ჟამსა, ოდეს პატრონსა მეფესა კოსტანტინეს და პატრონსა მამა ჩუენსა და კათალიკოზსა შიოშს მცხეთას ამბროსისძისეული მამული, რომელი ბერინასშვილსა ჰქონებოდა, იგი ყოველივე სამკუიდროდ თქუენთუის ებოძა და სოფელი ხატისწობენი მეყმეობით სხუათა დაეჭირა..." (ხეც, Hd-14681).
სრულიად აშკარაა, რომ კათალიკოსი შიო II რეალური პიროვნებაა და მას კონსტანტინე II-ის დროს მცირე ხნით ეპყრა საკათალიკოსო ტახტი (დამატებითი არგუმენტებისათვის შიო II-ის არსებობის შესახებ იხ.: მ. სურგულაძე, 126-129). სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, მოცემული საბუთის თარიღი შესწორებას არ საჭიროებს და საბუთის გამცემად უნდა მივიჩნიოთ არა ალექსანდრე დიდი, არამედ კახეთის მეფე ალექსანდრე I (1476-1511). ასეთ შემთხვევაში მოიხსნება ის ანაქრონიზმი, რასაც იწვევს საბუთში ზემოხსენებული კახური სოფლების ჩართვა და ლეონის ხელრთვა. ამ დასკვნას ამაგრებს ალექსანდრეს 1479 წლის 23 მარტს გაცემული საბუთიც (იხ. Ad-6), რომლის თანახმად, კახეთში გამეფებული ალექსანდრე დიდ ყურადღებას ავლენს მცხეთისადმი. მან მცხეთას დაუბრუნა გარეჯის შესავალი სოფლების ნახევარი, რომლებიც "ცოტასა ხანსა და ჟამთა ვითარებისაგან... დაჭირებისათუის გაცემულად შეიქნა..." ზემოთ მოხმობილი საბუთების მიხედვით შიო II კათალიკოსი საკათალიკოსო ტახტზე იჯდა 1481-1482 წლებში. ამავე წლებით თარიღდება წარმოდგენილი საბუთი.