Ad-0006
დედანი საბუთისა
1479 წ. I.23. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დ ე დ ა ნ ი : ხეც. Ad-6. თხელი, ბაცი შეფერილობის ეტრატის გრაგნილი, ზომა: 106 x 36 (სამი კეფი: I - 55x33.2; II - 59.5x36; III - 12.5x33.4, გადაკერებული თეთრი და შავი აბრეშუმის ძაფით). დაზიანება: I კეფის ორივე კიდე დახეულია და ნესტის ლაქებით დაფარული, დაზიანებულია ტექსტიც. II კეფის ზედა მარჯვენა კიდე ასევე დალაქავებულია, აშიები მთელ სიგრძეზე ჩამოჭრილია სტრიქონთა კიდეებამდე. რუხი-მოყავისფრო მელანი; კალიგრაფიული მხედრული სტრიქონთა არათანაბარი წყობით; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ქანწილი და ტექსტის დასაწყისი სიტყვები შესრულებულია ხვეული ორნამენტებით შემკული გრაფემებით. ზედა აშიის recto-ს მხარეს მიწერილია ძველი სააღრიცხვო ნომერი N 2. verso-ს ზედა კიდეზე წითელი მელნით ქართულად და რუსულად მიწერილია: "საეკლესიო მუზეუმი" N 6.