Jump to content

1481 წ. - მამულის წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა იოანე ჭარმაულისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ნამსახურთა მათთა სანაცულოდ... წყალობა გუეყო და სიგლითა ამით შევიწყალეთ. და ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და მიუბოძეთ მცხეთას შინა ამბროსისძისა მამული, რომელი ბერინასშვილსა ჰქონებოდა, კითხვითა და დამოწმებითა წმიდისა მეუფისა კათალიკოზისა შიოსითა, მით წესითა, რაგუარაცა ამბროსისძეთა და ბერინასშვილსა ჰქონებია, მისითა სასახლითა, ჭურ-მარნითა, სასაფლაოთა, სახელოთა, სამცხეთისშვილოთა წილითა და საძმოთა. კარსანს და სხუაგან მცხეთის მამულშიგა რაცა ბერინასშვილსაა ამბროსისძისა მამულზედა მეფეთა და კათალიკოზთაგან სამკუიდროდ და სამამულოდ ჰქონებია და ანუ მქონებელი არის, მისითა შესავლითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, სახნავითა მინდორითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა და მისითა მზღვრითა და მიმდგომითა სამართლიანითა, სრულად და უკლებლად. ვინათგან მოკითხულიცა ვქენით და მასვე ბერინასშვილსა ნამდვილებობისა წიგნი მოეცა და კათალიკოზსა და მცხეთისშვილთა ამა მამულზედა მემკუიდრედ და საყდრისა მოსამსახურედ ეჩინე.

გიბედნიეროს ღმერთმან, თქუენ ჭარმაულთა მღრდელსა იოანეს, ავთანდილს და ლომსა, ძმათა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე მცხეთას შინა ამბროსისძისა მამული, რომელი ბერინასშვილსა ჰქონებია და მასვე ბერინასშვილსა მისითა ნებითა და წადილითა უშვილებიხართ. და ამაზედა მოგიბოძეთ კარსანს ბუირთუელაური მამული და აღაიანთა, ხიზანაშვილი მისითა მამულითა და შაივანაური მამული მისითა ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, სახნავითა, მინდორითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა; და რასაცა და რათანასაცა ბერინასშვილი მქონებელი ყოფილა, - მისითა შესავლითა და მზღვრითა და მიმდგომითა სამართლიანითა ყოვლითურთ, სრულად და უნაკლულოდ...

დაიწერა ბრძანება ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეოთხესა, ქორონიკონსა რნით, ხელითა მაღალისძისა მცხეთის ქადაგისა მახარებელისათა.

ხელრთვა

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი რნით და [ალექსანდრე] მეფის მეოთხე ინდიქტიონი, ანუ 1481 წელი. (მეფის სახელი აღდგენილია ინდიქტიონისა და ხელრთვის საფუძველზე).

პუბლიკაცია

[edit]