Jump to content

1442-1446 წწ. - შეწირულების სიგელი ვახტანგ მეფისა გელათისადმი

From Wikisource
საბუთი 1448-5023




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: 1448-5023. ღია ფერის ეტრატი.ბოლონაკლული; 137x28. იგივე გელათის საბუთები - N 087

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ: რომელი არა დააკლდი ლაღთა მამულთა და სამყაროთა და ეთერისგან ზეცით ქვეყანად გარდამოჳედ, რომელი ცეცხლის ფერთა ძალთაგან მარადის წმიდა არსობით იდიდები დასაბო უხრწნელისა და მარადის ქალწულსა მარიამისი დაიმკუდრე და განჴორციელდი ჴსნისათუის ჩუენსა ნებსით ივნე ჯუარითა და ყოველნივე ვნებად უვნებელმან თავს იდევ შენ სიტყვაო მამისაო ძეო და სულო წმიდაო ხილულთა და უხილავთა ყოველთავე შემოქმედო, რომელმან ადიდენ მადიდებელნი დიდებულისა და საშინელისა ვნებისა შენისნი და გამოირჩიე ქალწულთა შორის ნეტარი მარინა, რომელმან სურვილითა შენითა სიმრავლენი ღუაწლთანი თავს ისხნა და სისხლი იგი უბიწო თქვენ თუის დასთხივნა და თქუენ მიერ გუირგუინოსანი იქმნა გუირგუინითა უხრწნელებისათა და მრავალფერითა მეოხებითა და სასწაულთა ღირს იქმნა მოგებად

თქუენ, ქალწულო წმიდაო მოწამეო, ნეტარო მარინა, მე, დავითიან-ბაგრატონიანმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან ხუასრო თანგონმან მეფეთ მეფემან ვახტანგ, გკადრე და შემოგწირე და მოვახსენე ეგუტერსა სასუენებელსა წმიდისა ხატისა თქვენისასა გელათს, რომელი აგებულ არს სადიდებლად სახელსა თქუენისა წმიდისასა, მათ, სულკურთხეულთა პაპათა ჩუენთა მეფეთაგან - რაჭას ამაროლიძე მისითა გლეხითა, კუაშხიეთს ჩარუხიძე მისითა გლეხითა, ქოჩლასძე, ცეცასძე; რიონს - ტახასთავაძე, ხაბარიძე, თავშავაძე, კულუხაძისა პარტახტი, საწირეს - ჯოესშვილები.

ესენი მათითა მამულითა სამართლიანითა ყოველითა უსარჩლებლად(?) სადიდებლდ თქვენდა და სამწირველოდ, სულისა ჩუენისთვის რათა უბიწოთა ოხითა თქვენითა ამა სოფელსა ძლევა შემოსილ ვიქმნეთ მტერთა ზედა ჩუენთა ვითარც იგი ძუელ ოდესმე ისო იერქოს და კვალად დავით გოლათსა ზედა რათა ჩუენც აგრეთვე ძლევა შემოსილ ვიქმნეთ ამა სოფელსა და საუკუნოდ რაჟამს ჩუენთუის ნებსით ვნებული უფალი და ღ~თი ჩუენი იესო ქრისტე ზეცით მეორედ გარდამოჴდეს განკითხვად ყოვლისა ქვეყანისა და დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისთა რჟამს მდინარე ცეცხლისა დიოდეს წ~ე მისსა და ათასნი ათასთანი დგენ და ბევრნი ბევრთანი მსახურებდეს მას მზე მოაკლდეს და მთოვარემან აღარა გამოსცეს ნათელი თუისი და ყოველნივე აგებულება და დაზუვლნეს(sic) მამისგან დიდებისა მისსა რაჟამს განარჩივნეს მან მართალმნ მსაჯულმან მართალინი(sic) და ცოდვილნი და უბრძანოს ცოდვილთა მიერ იგი სასმენელი, ვითარმედ წარვედით ჩემგან წყე(sic) საუკუნოსა ცეცხლსა მას საუკუნოსა (ეს ჩამატებულია). მართალთა მიუგოს სანატრელი იგი სასმენელი, ვითარმედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა განმზადებული თქუენთუის და ანგელოზთათუის მიისთ(?). დღესა მას მიოხოთ წ~ე უფლისა და ღმრთისა და მისმინოთ მეცა ესევითარი სანატრელი ჴმა ვითარმედ, მოვედი კურთხეულნო მამისა ჩემისაო და დაიმკუიდრეთ სასუფეველი ცათა

ამისთჳს შემოგვიწირავს თქვენთვის, ქალწულო წმიდაო სანატრელო მარინა რაჭას (ეს ჩამატებულია) ჩარუხიძე მისითა გლეხებითა ქოჩლასძე ცეცსძე რიონს ტახისთავაძე ხაბარისძე და თავშავაძე კელუხაძისა პარტახტი საწირეს ალეს(?)შვილი (ეს ჩამატებ.) მათითა მამულითა ყველათა მკუიდრად შეუვალად [უცვა?]ლებლად და უსარჩლავად ჩუენგან და ყოვლისა ადამის ტომისა კაცისაგან რაგუარც ჩუენისა სულისა თუის შემოწირულსა ჰმართებს რმანც გუარმან კაცისამან ჩუენად შედეგად ესე ჩუენსა ეგუტერსა გამოაჴოს ქრისტეს ღთისა უარისმყოფელთა თანა დაისჯების და ჩუენ მწირველი მოგუიშალოს ჩუენიდმც მუქბად განიკითხვის დღესა მას განკითხვისასა კრულ წყე

დამტკიცებები:


შენიშვნა

[edit]

სათაური მეორე გვერდზე ნუსხა ხუცურით: "ვახტანგ: მეფისა. სამწირველო: კუაშხიეთისა: სიგელი: არის ესე: შეუცვლიბლი."

სარგის კაკაბაძის ცნობით საბუთს უკანა მხარეს მიწერილი აქვს სხვა საბუთი: შეწირულების წიგნი დავით და ლომინ ერისთვიშვილების გელათისადმი

პუბლიკაცია

[edit]

ამ ნაშრომში სარგის კაკაბაძეს საბუთის გამცემად მიაჩნია XV საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი. ს. კაკაბაძე ამ ვახტანგს მიაწერს სხვა საბუთებსაც: ასათიანთა სასისხლო სიგელს, კოტრიძეთა სასისხლო სიგელს, გურალიძეთა სასისხლო სიგელს

კორპუსში საბუთის გამცემად ალექსანდრე დიდის შვილი ვახტანგ IV-ა მიჩნეული და შესაბამისად თარიღად 1442-1446 წლებია მიღებული.