Jump to content

1442 წ. ახლოს - ანდერძი ალექსანდრე მეფისა ქვათახევისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის ქვათახევის საბუთები № 047.

შინაარსი:

  1. 1451-01-ქვათახევის № 047

საბუთის შინაარსი

[edit]

...წმინდანო მამანო, ამას გევედრები, რომელ რაოდენნიცა აღაპნი განგვიწესებია, რათა უკლებლად აღესრულებოდეს და წმიდათა ლოცვათა შინა მარადის ხსენებულ ვიქმნებოდეთ ესრე სახედ, ვითარმედ:

ღმრთის მსახურისა და ღმრთივგვირგვინოსნისა მეფისა პატრონისა ალექსანდრესი საუკუნოდ იყავნ ხსენება და კურთხევა მათი და მრავალმცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი, ამინ...

ღმერთმან დაიცვას სიმტკიცე მეფობისა მათისა, ამინ.

ხოლო გევედრები ყოველთა, რომელთა მიიღოთ შემდგომად ჩემსა სკიპტრა მეფობისა, გინა პატივი დედოფლობისა, ჩუენთა ნათესავთა, გინა სხუათა ნათესავთა, ანუ პატრონობა, გინა მთავრობა და მპყრობელობა, რათა მცირე ესე ნაღუაწი და შემოწირული ჩუენი არავინ ხელ-ყოთ შლად და ქცევად... ქუათახევის ღმრთისმშობლის მონასტრისა შეწირულსა სოფელთა და აგარაკთა ზე-ქვე შლად...

საბუთის პერსონალია

[edit]