Jump to content

1448-05024

From Wikisource

საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი საბუთისა 1464 წ. XII.13. - წყალობის წიგნი მარკოზ კათალიკოსისა მამისასადმი

ღია შეფერილობის ეტრატის გრაგნული;
მელანი - შავი, ხელი მკაფიო, კალიგრაფიული მხედრული; სტრიქონთა სიმჭიდროვე არ არის თანაბარი; მე-12 სტრიქონში ერთი სიტყვა გადაშლილია; ქანწილი და დასაწყისი სტრიქონი შემკულია დეკორატიული ხვეულებით
ზომა:54 x 20,7;
განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ;
დაზიანება: ეტრატს კიდეებზე ემჩნევა მცირე ზომის მოშავო ლაქები. აქვს გადაჭიმვუს ნახვრეტები. კიდეების ნახევები შევსებულია სარესტავრაციო ქაღალდით; სულ ბოლო, მეშვიდე კეფი ფერით და ხარისხით განსხვავდება წინა კეფებისაგან. მასზე მხოლოდ მეფის ხელრთვაა მოთავსებული.

საბუთის recto-სა და verso-ზე მთავრული ასოებით უზის ძველი (XVII ს.) სააღრიცხვო ნომერი რნ (150); ხოლო თავში მითითებულია სინოდის კანტორის მცხეთის საბუთების ნომერი № 236.