1448-05569
Appearance
დედანი საბუთისა 1580 წ. 06.30. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ფრიდონ სააკაძის შვილებისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]- დედანი: სეა, 1448-5569, სიძველისაგან გაყავისფერებული ქაღალდი, ზომა: 23,4 x 13,5 (რესტავრაციამდე), 25,4 x 16 (რესტავრაციის შემდეგ). დაზიანება: თავი, კიდეები და გადანაკეცი ადგილები გაცვეთილია, გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი - შავი; ხელი - მწიგნობრული მხედრული. განკვეთილობის ნიშანი: ორი ან სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. პირველი სტრიქონი გამოყოფილია სინგურით. საბუთი ორენოვანია. სპარსული ტექსტი, შესრულებული ძნელად ამოსაკითხი შექასთეს ხელით, მოთავსებულია verso-ზე. სპარსულ ტექსტს წამძღვარებული აქვს ლურჯი და მოყვითალო ფერებით შესრულებული თოღრა, რომელიც ნახევრად გადასულია. აქვე, ქვედა კიდეზე, ტექსტის პირშექცევით მიწერილია ძველი სააღრიცხვო ნომერი N 9. - კორპუსი - ტ.IV - გვ.315.