ქ. მეფისა გიორგისგან, დავითიან-ბაგრატოანისა, და თანამეცხედრისა ჩვენისა პატრონისა დედოფალთა დედოფალისა ნესტანდარეჯანისა---
დაგვაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ ქალაქს თქუენგან აშენებული საყდარი და სასაფლაო კათოლიკე ეკლესია მისით ხუცებით, სახლითა და ორმეოცთ ეკლესიითა. რაცა დღეის აქამდის იმას საყდრისა ყოფილა, მითურთ ყოველი, და თქუენგან ნასყიდი სახლ-კარი---
დაიწერა სიგელი ესე ქკსა რლზ, თვესა სეკდებერს ლ.