Jump to content

1451-04-მცხეთის № 057

From Wikisource

ფონდი 1451 - IV - გუჯართა აღწერილობის დავთარი - გვ.8

მცხეთის საბუთები № 057

აღწერა საბუთისა

"ესე დაწერილ არს 6-ს ქაღალდზედ. გადაწებებული არის ხუთს ალაგას: 1-დ 10 და 11-ს სტრიქონთ შუა, 2-დ 30 და 31-ს სტრიქონთ შუა, 3-დ 50 და 51-ს სტრიქონთ შუა, 4-დ 71 და 72-ს სტრიქონთ შუა და 5-დ 92 და 93-ს შუა. გამართულ არიან სხვა მელნით და სხვა ხელითა 24 და 28 სტრიქონებზედ: ღისმშობელო მეოხებითა და შუამდგომელობითა თქვენითა; და მარცვალნი: ლმან და ლექსნი: ძისა თქვენისამან და მინდობილმან ცვა; და კვალად სტრიქონთა შორის 32-პატრ. 34 და 35-ტან და მონ. 47 სტრიქონის ნახევრიდამ 48-ს ნახევრამდე არის ამოფხეკილი და მელნით წაშლილი. თავსა და ბოლოს აქვს ხელჩართულობა, გარნა არა რაისა მაცხადი; თავიდამ ბოლომდისინ აქვს მეორეს გვერდიდამ ქაღალდი გაკრული და სიძველისა გამო ყოველს ნაკეცილობაზედ არის გადახსნილი და არმოშორებული. ხოლო მას ზედა დაწერილი ასოები არიან ამოხეულნი".