Jump to content

1452-1466 წწ. - შეწირულების სიგელი გიორგი მეფისა სამთავისისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. 1449-1613 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ.;

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. ყოვლად საშინელო, არსებისა ხატო სამთავისისაო, მე, მარადის მვედრებელმან და მსასოებელმან ცვა-ფარვათა თქვენთამან, პატრონმან და მღრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთა მეფემან გიორგი, და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, გკადრეთ და მოგახსენეთ მცირე ესე შესაწირავი - უსისტყეს სოფელი, დიმიტრის ნაქონი კაცნი და მამული მათითა მინდვრითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, მთითა, ბარითა, ტყითა, სანადიროთა და ეკლესიითა, ზვრითა და ხოდაბუნითა. და ამ სოფლის საზღვარი წყლის სანადიროთა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა - ერთობ ყუელთა უკლებლად. ძუელითგანცა მცხეთისანი ყოფილიყუნეს და ჟამთა გამოცვალებისაგან შეჰშლიყო. და აწ, ჩუენ ახლად შემოგწირენით და მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ...

და თქუენ, წმიდაო მღდელთმთავართ უმთავრესო... ქართლისა კათალიკოზო დავით, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლ-შემწირველობათა შინა...

ესე ასრე შემოგწირე, რომე თქუენ შეგიკუეთეთ მცხეთას კარაღებული აღაპი ერთი ლაზარობასა და მეორე სეკდენბერსა კგ, ნათლისმცემლისა მუცლადღებასა და მესამე, მაისსა შუიდსა, გამოჩინებასა პატიოსნისა ჯუარისასა. ესე სამი აღაპი ჩემთუის და ჩუენისა ძმისა დიმიტრისთუის შეგიკუეთეთ აგრევე, კარაღებული აღაპი მაისსა რვასა, იოანე ღმრთისმეტყუელისა მიცვალებასა... და იანვარსა შუიდს...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა , ხელითა მაღალაძისა გაგელისშვილისა და მცხეთის ქადაგისა დიმიტრისითა, ქრონიკონსა რლზ, დეკემბერსა კე.

გვიანდელი მინაწერი:

ეს ამონაწერი ჩემგან არის ამოწერილი ჩემის ხელითა. უწყის უფალმან, ამილახორს ოთარს ჰქონდა ამისი ასლი. მდაბალი მთავარეპისკოპოსი პაისოს

საბუთის პუბლიკაციები

[edit]