ჩუენ, ორისავე ტახტისა და სამეფოისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, იესიან-დავითიან-ნებროთ-სოლომონიანისა მეფისა, თუით-ფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელმა მეფეთა მეფემან გიორგი და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან ნესტარჯან, და ძემან ჩუენმან პირმშომან ალექსანდრე, ესე წყალობისა და შეწყალებისა პიტაკი, სიგელი და მანაშური განაჩენი ამისად ნიშნად გიბოძეთ და შეგიწყალეთ და გაგიახლეთ ძუელად განაჩენი სასისხლო სიგელი. შემოვიდეს შუა დადიანი ლიპარიტ და ძე მისი გურიელი მამია და სხუანი იმერელნი თავადნი და დარბაზის ერნი. ვქენით მოკითხული და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და ძუელსა განაჩენსა ზედა დადიჩინეთ ახალი, ესე ჩუენგან შეწყალებით მოცემული სასისხლო განაჩენი სიგელი და ძუელად ჩაქად ქოდებული, თქუენ, ჩუენისა დიდად ერთგულად და თავდადებით ნამსახურთა, ჩუენსა თანა აღზრდილს-შეზრდილსა, ორალელისძეთა-კუიტასშვილთა მღდელ-მონაზონსა იოვანეს და თქუენთა ძმათა: თაყას, გიორგის, ასათს, სულასა და საგინას.
და გაგიჩინეთ სრული სისხლი ოთხასი ათასი ძუელი ცხუმური სანახშირესა, საზაოსა და წინაგასაძღომისა გარეთ. და სრულისა სისხლისა წინგასაძღომი - ორი ათასი ცხუმური ძუელისა განაჩენსაცა აგრე ეწერა და ჩუენცა მითვე წესითა გაგიჩინეთ.
ღმერთმან ნურაოდეს მოავლინოს, რათა კაცისა ხელითა უბრალოისა კაცისა სისხლი დაითხიოს, და თუ მოჰხდეს და შენი გუარი კაცი მოიკლას კაცისა ხელითა, დიდითა შემოხუეწითა და წინასაძღომითა ოცდაათი ათასითა ოთხასი ათასი ძველი ცხუმური დაგეურვოს
და ამავე განაჩენისა მოკითხვითა, თუ ცოლი წაგუაროს თქუენისა გუარისა კაცსა, ორასი ათასი ცხუმური დაგიურვოს.
და თუ ვინმე იკადროს და ზედა დაგესხას და დაგარბიოს, თუ სასახლესა ზედა დაგესხას, რაც ალაფი წაეღოს, უკლებად შემოგექცეს და სრული სისხლი დაგიურვოს.
და თუ ცოლი მოუ..ნას, ნახევარი სისხლი დაგეურვოს.
და თუ ანუ თუალისა წამოგდებითა და ანუ სხუად სახიჩარისა დადებითა, - სისხლისა მეოთხედი დაეურვოს.
და თუ გუამად ეკლესია გაგიტეხოს, რაცა ებისკოპოსთა და რჯულმან უყოს, იგი გარდაჰხდეს.
და თუ ვინმე ჯოგი გაგიტეხოს, სისხლისა მეოთხედი დაგიურვოს.
თუ აგინოს, პირდაპირ ლაშქართა ზედა უსამართლოდ, ოთხი ათასი ცხუმური დაგიურვოს.
და თუ უღირსმან კაცმან გაგინოს, სამოცი ათასი დაგიურვოს.
თუ უსამართლოდ მეფეთა წინაშე შეგასმინონ, სისხლისა მეოთხედი დაგიურვოს.
თუ დაღი იყოს უჩინარსა ადგილსა, მისითა წესითა უზღოს, რაც სრულისა განაჩენისა გახუდებოდეს.
თუ წუერი დაგლიჯოს ანუ მოჰკუეთოს, ორი გერში დაგიურვოს.
თუ უმეფომან კაცმან ანუ ხელითა შეგიპყრას, ანუ საომარი წაგიღოს, ანუ ცხენისაგან ჩამოგაგდოს, სისხლისა ნახევარი დაგიურვოს.
თუ თქუენი ქალისა შვილი ვინმე მოკლას, თქუენი ნახევარი სისხლი დაეურვოს დედულობით, მისითა საზაოთა და სანახშირითა.
თუ ვინ მოახლე წაგიღოს, ასოცი ათასი დაგიურვოს.
თუ უსამართლო მუქარა გთხოოს ათი ათასი დაგიურვოს. თუ ზედდასხმასა შიგან დედაკაცსა შვილი მოსწყდეს, სრული სისხლი დაგიურვოს.
თუ სოფელი დაგირბიოს ვინმე, ალაფი უკლებად შემოგექცეს და ათი ათასი ცხუმური დაგიურვოს. თუ ვინმე წისქუილი გაგიტეხოს, ოცი ათასი დაგიურვოს, მით რომე ყოელნი ადამის შვილნი მისგან იზარდებიან.
თუ თქუენისა გუარისა კაცი ერისა ხუცესი გამოვიდეს და მას ანუ ცოლი წაეღოს, ანი მოე..ნას, გინა უზედაესისაგან, გინა უქუედაესისაგან, მისსა სისხლსა სამოცი ათასი სხუა ემატოს.
რაცა თქუენის გუარისა კაცსა კაცისაგან ანუ დიდი და ანუ მცირე, ანუ ტანითა, ანუ თავითა, ანუ შვილითა და მსახურითა, ანუ ქალითა და მოახლითა, და ანუ სხუითა რათამე უპატიობითა ვინცა ბრჭენი და მოსამართლენი მოურავნი დასხდებოდენ, ამა ზემოწერილითა განაჩენითა გაჩნდებოდეს.
გქონდეს ბრძანება და სიგელი ესე ჩუენგან წყალობით გაჩენილი თქუენ, ჩუენისა დიდად და ერთგულად თავდადებით ნამსახურსა და თანა-აღზრდილ-შეზრდილსა, ოლარელისძესა მღდელსა მონაზონსა იოვანეს და თქუენთა შვილთა, უკუნისამის წყალობით გასათავებელი სრული სისხლისა განაჩენი, ჩაქი და სიგელი.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან და არავინ იყოს მშლელი და მქცეველი ამა ჩუენგან შეწყალებით მტკიცედ ბოძებულისა სასისხლისა სიგლისა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა. და აწ, თქუენცა, ქრისტეს მიერ კურთხეულნო ქართლისა და ლიხთ-იმერისა ებისკოპოსნო უჯუარობით დაუმტკიცეთ.
დაიწერა ესე ბრძანება და სიგელი ესე ქუთათისს, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ათხუთმეტსა, ქორონიკონსა რნა, ხელითა ფრიად ცოდვილისა მოძღურისა გიორგი ჟურულისშვილისათა.
[დამტკიცება]:
- ძემან მეფეთა მეფისა გიორგისამან ალექსანდრე შეგიწყალეთ და გიბოძეთ.