... მე, მპყრობელმან ორისავე ტახტისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისამან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ, ხელვყავ და გულსმოდგინედ ვიწყე ძიებად, რათამცა მცირედითა რაიმე და უნივთოთა ნაღუაწითა მემსახურა ჩუენისა საპატრიაქოსა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა და მას შინა ღუთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისათუის, და შევსწირეთ და მოვახსენეთ ძუელითგან მკუიდრნი დიღუამს გლეხნი ესაბერი მზეოსძე და გაგელისშვილი, რისაცა მქონებელნი ყოფილან, მით ყუელათა უკლებლად შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია...
თქუენ, წმიდაო მღუდელთმთავარო და და შესავედრებელო სულისა ჩუენისაო, ყოვლად პატიოსანო... ქართლისა კათალიკოზო დავით! ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუერპლის შემწირველობათა შინა თქუენთა...
რაგუარაცა სხუანი მცხეთისა მამულნი თარხანნი და ხელშეუვალნი არიან, აგრევე თარხნად და ხელშეუვალად შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია. რა გინდა ფერი სხუა დიღმელთა სათხოვარი ეწერებოდეს და გამოსაღები, მათსა კარსა ზედა არავინ მიდგეს და არც ეთხოვებოდეს, ხელმოხსნით შემოგუიწირავს სააღაპედ და სამლოცველოდ პატრონისა მამისა ჩუენისა გიორგისა სულისათუის და წარსამართებლად მეფობისა ჩუენისა...
დაიწერა სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა იბ, ქორონიკონსა რნდ, ხელითა ფრიად ცოდვილისა მახარობელისათა.
ესე გლეხნი და მამული ამა პირსა ზედა შემოგუიწირავს, რომე ერთი კანდელი წლითი-წლამდე დაუვსებლად ენთებოდეს სუეტსა ცხოველსა წინაშე და ამას აქათ ორი აღაპი კარგაღებული გარდაიხდებოდეს აღდგომისა ორშაბათს დღესა მამისა ჩუენისა გიორგისათუის და სამშაბათსა ჩუენთუის...