Jump to content

1470 წ. - წყალობის წიგნი დავით კათალიკოსისა მახარებელ მაღალაძისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე წიგნი და სიგელი სამკუიდრო, სამამულო... დაგიწერეთ და მოგეცით ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზმან დავით, ბრძანებითა და ნებადართვითა ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისითა, და სრულად მცხეთიშვილთა ჩუენგან კითხვითა და დამოწმებითა, თქუენ, მაღალასძეთა მღრდელსა მახარებელსა და თქუენთა შვილთა: გერმანოზს, მარკოზს, ეგნატის და დიმიტრის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

ვინათგან ადამისითგან უმდგომო ესე სოფელი მსწრაფლ წარმავალ და უხანო არის და მისსა ბეგარასა არავისგან დაიკლებს, და ამა ჩვეულებისაებრთა წესთაგან პირველად ივანიასძისა სახლი მოშლილიყო და უნათესაოდ და უძეოდ გარდაევლინა და შედეგად მათისა ქადაგისა დიმიტრისთუის მიებოძა და იგიცა უნათესაოდ დარჩა, რომელ ესე საქმე ფრიად მძიმედ აღგუიჩნდა და მისთანასა სახლისა და მცხეთიშვილისა გარდავლენა ფრიად ეძუინებოდა სულსა ჩუენსა, და ვინათგან შენ მცხეთასა და კათალიკოზთა მცირე ყრმა აღეზარდე და თქუენი სახლი და მამული ძუელითგან სხუაგნითცა მცხეთისა იყო, ივანიასძეთა და ქადაგისა დიმიტრის შედეგად მათსა სახლსა და მამულსა ზედა შეგიყვანეთ და დაგსუით ივანიასძედ ივანიასძისა და ქადაგის დიმიტრის წესითა, რიგითა და საქმითა.

და მოგეცით კავთისხევს სასახლე ეკლესიითა და მისითა მოწყობილობითა ყუელათა; კავთისხევს მისითა შესავლითა - საკოკია ჭალითა; ქვათახევს - სასაფლაო მისითა ბოსტნითა და წალკოტითა, სენაკითა; და ოჩლაურში - ორი კვამლი სვანიანები მამულითა ივანიასძეთა ჰქონებია; ნიაბს - რაცა ქადაგს დიმიტრის ჰქონებია, გლეხნი და მამული; მეტეხთა - ვენახი; და ჩოჩეთს - რაცა ივანიასძეთა და დიმიტრის მამული ჰქონებია; და გორს - ფუშრუკაული და დიაკონისძენი მათითა მამულითა.

და სხუა, რაცა ქადაგსა დიმიტრის ჰქონებია და სამკუიდროდ მიცემული ყოფილა, არა დაგაკლოთ-რა. და ხელი მათივე, მკუიდრად საქონებელი ქადაგობა და სამამამთავრო სამწყსო, რაცა და რაგუარაცა ივანიასძეთა ჰქონებია, მით წესითა: მცხეთას სენაკი, სახლი და სამცხეთიშვილო გქონდეს და საქმობდეთ...

დაიწერა სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფეთ მეფისა ბაგრატისასა მეხუთესა, ქრონიკონსა რნჱ.


საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი რნჱ, ანუ 1470 წელი.

პუბლიკაცია

[edit]