Jump to content

1480 წ. II.6. - მამულის წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა დევაძეებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი დაკარგულია

პირი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფედ მეფისა გიორგის ძემან, მეფემან ალექსანდრე, ესე ბრძანება ამის ნიშნად გიბოძეთ თქუენ, დევაძეთა: ნაცუალასა, დემეტრასა, ივანასა, ბიბილასა, პეტრიასა, პავლიასა, ანდრიასა, გულისასა, სულმამასა, ფარნავაზსა, ანდრიასა, მამიასა, ნარინდოს, ირემასა, მამულასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოკითხული ვქენით და მკუიდრი თქუენი ყოფილიყო, ახლად ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ ზანგიასეული მამული სალისხევსა და ბილანდის გუირაბზედა, ქვემო გულბეთისა გზამდინ, მისითა შესავლითა, გამოსავლითა, ვენახითა, სასახლითა, წყლითა, სათიბითა, მთითა, ბარითა, ტყითა, სანადიროთა და ყოველთა მისითა სამართლიანითა.

აწ გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინაგან.

დაიწერა ბრძანება ესე ქორონიკონსა რნიჱ, თებერვალსა .


საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი რნიჱ, ანუ 1480 წლის 6 თებერვალი.

პუბლიკაცია

[edit]