ნებითა ღუთისათა, ჩუენ, იესიან-დავითიან-ბაგრატოვანმა-სოლომონიანმან, ჩუენ, ღუთივ-გვიგვინოსანმან, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ორისავე ტახტისა მპყრობელმან, პატრონმა მეფეთ მეფემან ალექსანდრე და პატრონმან ძემან ჩემმან ბაგრატ.
მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენი ერდგული ფონჯავიძენი - მღრდელი ადამ და მისნი ძენი: შამილაი, ნიკოლოზ, ბასსარი და მისნი ძენი, გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა სასისხლოს სიგლითა შეგუეწყალნეს.
დაგუაჯერა ღმერთმან და გიბოძეთ: ჩუენს ერთგულსა ფონჯავიძეს ჩამომავალსა ყოველთავე გაუჩინეთ სასისხლო სიგელი. ძუელთა ჩუენთა გუართაგან - დავით აღმაშენებელისაგან ბოძებული სიგელი გქონდა და ჩუენცა იმაზე გაგიჩინეთ.
თუ ვისმე თქუენი გუარის კაცი შეაკუდეს, ოთხმოცი ათასი ძველი კირმანეული თეთრი გარდაგიხადოს, თეთრი ჯორი, თეთრი ქორი, სისხლი გარდაგიხადოს; ბოლს - ექუსი გლეხი მისითა სახლითა; ჩხერეს უბანს სამი გლეხი ფიწალაძე გვიბოძებია. ესე ძუელსა სიგელშიგან გეწერა და ჩუენცა ახლადვე დაგიმტკიცეთ. და ორი პარტახტი ღუერკს გიბოძეთ და უფროსობა მოგეცით.
გაგიჩინეთ სანახშირე სამი ათასი ძუელი კირმანეული თეთრი, გერში ოცი ათასი გიორგოული თეთრი.
ვინცა ექუსთა ასოთაგან ფერხთა, ხელთა და თუალთა დაგიშაოს, მეექუსედი სისხლი დაგიურვოს.
ვინც დაღი დაგაჩინოს, ორი ათასი კირმანეული გადაგიხადოს.
ვინცა ზედა მოგიხდეს და სახლად ჩამოგიხდეს, ალაფი შემოგექცეს და ორი ათასი კირმანეული დაგიურვოს.
ვინცა ცოლი გაგუპატიოროს, შეგიბილწოს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.
ვინცა ანუ ვენახი, ანუ წისქვილი, ანუ სათიბი დაგიშავოს, ათასი თეთრი გადაგიხადოს.
ვინცა გრძნეულობა გითხრას უბრალოსა, ორი ათასი თეთრი გადაგიხადოს. ვინცა უბრალოთ დარბაზს დაგასმინოს, ათასი თეთრი გადაგიხადოს.
ძუელად გადანახადიცა ვნახეთ შარვაშიძისაგან. და დაგდებია ითხვისურველთა და ლაბზიშვილის ბეგლიკისაგან დაგდებია ნადიგორს სამი გლეხი ფიწალაძე და თექსუმეტი ათასი თეთრი. ესე დაურვებული და გარდანახადი არის. აწ, ჩუენცა ახლადვე ესე სიგელი გარდაგიწერეთ და მოგეცით.
აწ, წმიდანო მეუფენო, აფხაზეთისა და ქართლის ქათოლიკოზო, უჯუარობით დაუმტკიცეთ ჩუენგან ბოძებული სიგელი ესე.
ამისი მოწამენი დამსწრობნი არიან: ამირეჯიბი ხაზინადარი რამინ, რაჭის ერისთავი კახაბერი და სრულად მრაჭველნი, ლეჩხუმელნი, დარბაზის ერნი.
დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მეათესა, ქრონიკონსა ას ოთხმოცდახუთსა, ხელითა კარისა ჩუენისა მდივნისა თავაქალაშვილის ალადადისითა.
მინაწერი:
- გადმომწერელია ამის მდივანბეგი დავით ჩხეიძე.