"მოგახსენეთ ჩუენ, პატრონმან... მანუჩარ და პატრონმან ათაბაგმან ივანე, ცათა მობაძავსა კათოლიკე მცხეთისა საყდარსა და მას შინა დამკუიდრებულსა ქართლისა კათალიკოზსა ბასილის და კათოლიკე მცხეთისა საყდრიშვილთა.
მას ჟამსა, ოდეს სჯულისა საქმეზედა კარზედა მოგიდეგით და ჩუენ ამას დაგპირდით: იპრიანოს ღმერთმან და ჩუენი საბატონო მამული ჩუენვე დაგურჩეს, როგორაცა ძუელითგან და პაპისა და მამისა ჩუენისა ჟამშიგან მცხეთისა საყდრისა მამულნი ყოფილიყუნენ და ეპისკოპოზნი და მაწყუერელი თქუენგან საკურთხეველი ყოფილა სხუანი სამცხისა ეფისკოპოზნი, ყოველნივე ისრე თქუენნი სამწყსონი იყუნენ და ისრე დაგამორჩილნენ. და საღმრთოთა და სჯულიერითა საქმითა თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი ვიყუნეთ.
ამისა გათავებისა თავსმდებად ღმერთი და სუეტი ღმრთივ-აღმართებული და ყოვლად წმიდა აწყურისა ღმრთისმშობელი მოგუიხსენებია.
და რაცა საათაბაგოშიგა მცხეთისა საყდრისა მამულნი იყუნენ, არც ისი დაგიჭიროთ და მოგანებოთ.