დიდად აღმატებული, ძლიერი და უძლეველი, სვიანი და მორჭმული თვითმპყრობელის, აღმოსავლიდან დასავლამდე მფლობელ-მპყრობელის, მეფეთა შორის ბრწყინვალის, დიდად სახელოვანი და სახელგანთქმული ღმრთის მსახურის, ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთა-მეფე ბაგრატის ბრძანებით დიდმა მამამთავართ-მამამთავარმა, აღმოსავლისა და ყოვლისა ჩრდილოსა და აფხაზეთის კათალიკოზმა და მსოფლიო პატრიარქმა მალაქიონმა შექმნა გენათი საყდრად და საეპისკოპოზოდ; გენათელ ეპისკოპოსად დაადგინა მიტროპოლიტი და მღვდელთმთავარი მეუფე მელქისედეკი; გაუჩინა მას სამწყსო საზღვრებით: რიონსა და ქუთაისს ზევით, ყვირილას გამოღმსა, კაცხის საზღვრებამდე, ხრეითს აქეთ რაჭის მთამდე, ოკრიბა, მასში შემავალი ტბებით და სოფლებით; დაუწესა საკურთხი და პირველი საწირავი - ასი თეთრი.
1529 წ. - გენათის საეპისკოპოზოს შექმნის წიგნი მალაქია კათალიკოსისა გენათელ მელქიზედეკისადმი
Appearance
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის დაცულობა
[edit]დედანი: გელათის საბუთები - N 046 - დაკარგულია.
პირი: Sd-2895
საბუთის შინაარსი და პერსონალია
[edit]დათარიღება
[edit]თ. ჟორდანია საბუთს 1519 წლით ათარიღებს, ს. კაკაბაძე და ი. დოლიძე - 1529 წლით, ხოლო პირთა ანოტირებული ლექსიკონი - 1529-1532 წლებით.