Jump to content

1531 წ. - წყალობის წიგნი ბასილი კათალიკოსისა გიორგი ჭარმაულისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი მოგიბოძეთ ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზმან ბასილი, კითხვითა და ნებადართვითა მცხეთისშვილთათა, თქუენ, ჭარმაულსა გიორგის და შენთა ძმათა გრიგოლს და აბიათარსა და შენსა შვილსა ავთანდილს.

მას ჟამსა, ოდეს ჩუენს ჟამშიგან ჩუენითა კითხვითა მამულები იყიდე გეშაშვილისა ქერობინისაგან = მლეთა საკონე და ფონთხელაზედა თქუენს მიწისა ბოლოსა ჭალა და საგუდეს მიწა; კიდევე იყიდეთ იქვე ჭაობშიგან სახნიასაგან მიწა და ტყე თქუენის მიწისა თავსა; კიდევე იყიდეთ კახეთას დედაბრიანთაგან მიწა სავენახე; კიდევე იყიდეთ ვარდიაშვილისაგან აღაიანთა ვენახი; კიდევე იყიდეთ ჯუარელთაგან სახნავი მიწები. ესე ყოველი ჩუენითა ნებადართვითა გიყიდია.

და ჩუენსავე კათოლიკოსობაშიგან მეჟმეობით წამოგეჭიდა გარეყანიძე და სოფელი ხატისწობენი წაგართუა. გაიბრჭენით და ღმრთისა სამართალმან შენი მკუიდრი მამული თქუენვე მოგცა. და ჩუენცა სიგლითა ამით დაგიმტკიცეთ და მოგეცით სოფელი ხატისწობენა მისითა შესავლითა, რა რიგადცა პატრონმან მეფემან ლეონ დაგიმტკიცა და გიბოძა.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან კათოლიკე საყდრისა მცხეთისა და ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა სოფელი ხატისწობენა და, რაცა ამაშიგან თქუენგან ნასყიდი მამულები სწერია...

დაიწერა ქორონიკონს სით, ხელითა მღვდელისა ბასილისითა.


ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეული ქართლისა კათალიკოზი ბასილი კრებითა ვამტკიცებთ.

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სით, ანუ 1531 წელი, ე. თაყაიშვილთან და ი. დოლიძესთან შეცდომით მითითებულია 1537 წელი.

პუბლიკაცია

[edit]