Jump to content

1532-1534 წწ. - მცხეთის დაკარგული მამულების ნუსხა

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


დიდი ვეძისი და არმაზის ციხე და ...უპიტი, სანებლი, ხუედურეთს ქუაბნი და, რაც გლეხნი არიან საყდრისა, აოხრებული და გასყიდული არის, საყდრის სამსახური აღარა შეუძლია-რა. ქუემო ერისთავსა ოდიშელიძენი აქუს, ბატონს ბაგრატს - მისაქციელი, კუნენელი, შარაფხანა. ჩიქუნურის სამძღუარსა ბურდიაშვილი შემოგუეცილა, აღაიანი სრულად ჭდობილთა მიადვა და აგარულს სამძღუარსაც წამოგუეჭიდა და დაიჭირა, გარდმოუგდო ქსანი და, რაცა წყალს გაღმა ჭალა და მამული დარჩა, დაიჭირა.

და აქუს რატიშვილსა წირი, გურზის - ივლიტა, კორინთელს - ველური, ამილახორს - თაჯუაშვილები, ზემო ერისთავსა ქუეში და სათიხარი. და ქორდი ძმობილაშვილსა აქუს, ვაჩენაძესა - წოლდი, ფავნელიშვილსა ზაკუი და ერედუს გლეხები, და ტირძნისს ოთხი კომლი კაცი. მეღურეკისის მიწები, რომე მეფესა მაჩაბლის სიაოშისათუის უბოძებია, ჯინჭველისძის მამული, მარცევლისძისა და ჭარებლისძისა, ჩემს ჟამშიგა დაიკარგა და გარდაიხადეს. და კიდევე კუნენელთ სამძღუარშიგა ბატონმან ბაგრატ სოფელი ააშენა და თეკენა დაარქო. წეროვნის ბოლოსა სოფელი ააშენა. სხუა, ამას გარეთ, რაც ძველთაგან დაკარგული არის, იმას ვეღარას შევაწყენთ.

ატენს თბილელაშვილი მანუჩარსაქუს, რუისს - მრუელაშვილი თავბერიძის სანაცლო.

საბუთის დათარიღება

[edit]
აპრილის იგ, ქორონიკონი სდ, ანუ 1516 წლის 13 აპრილი.

პუბლიკაცია

[edit]