Jump to content

1546 წ. 02.04. - სვეტიცხოვლის განძეულის ნუსხა

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...შეწევნითა სვეტისა ცხოველისათა, ქორონიკონსა სლდ, თებერვალს ოთხსა, ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფემან ლუარსაბ და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს მამამთავართა მთავარმან, ვქენით ანგარიში სამოციქულო კათოლიკე საყდრის განძისა.

არის თვალითა მაცხოვრის ხატი ერთი, თვალითა და მარგალიტითა შემკული; ყოვლად წმიდისა ოქროს საქადაგო ხატი ერთი, თვალითა და მარგალიტითა შემკული, ნაწილით სავსე, ვეცხლისა; ერთი ვერცხლით მოჭედილი მაცხოვრის ხატი: სამი ვერცხლით მოჭედილი ყოვლად წმიდისა ხატი; ერთი ნათლისმცეცმლისა ხატი; ერთი ვერცხლის სერაბინი; ცოტა ხატი ერთი, ვერცხლით მოჭედილი; ცოტა ხატი ერთი, მოუჭედელი თეთრი; ხატი ერთი სამღვდელთმოძღურო, ყელთსაკიდით; მყარი ოქროს ხატი ნაწილიანი, მარგალიტითა შემკობილი, ოქროს ჯაჭვითა და ჯაჭუზედა - ერთი ოქროს ხატი.

არის თეთრი, მძიმედ ნაკერი, თვალითა და მარგალიტითა შემკობილიერთი ბისონი, მძიმედ ნაკერი შემკული თვალითა და მარგალიტითა; ერთი ენქერი მძიმედ ნაკერი, შემკული თვალითა და მარგალიტითა;... წესითა შემკული თვალითა და მარგალიტითა; ერთი ზარქაშად ნაკერი ორით... სტიხარი, მძიმე ოქროქსოვილი, თეთრი ხამხისა - ერთი; თეთრი ხავედისა ოქროქსოვილი ბისონი ერთი;

არის ჩარყაფის ბისონზედა მსხვილი მუშაბახიანი ოქროს ღილი ოცი; მუშაბახიანი ოქროს ღილი თურამეტი; ქარაის ბისონზედა მსხვილი მუშბახიანი ვერცხლის ღილი; მუშაბახიანი ოქროს ღილი ოცდაერთი; კვერთხი თევზის კბილისა მძიმედ ოქროთი მოჭედილი და მარგალიტითა; ერთი სხვა სამუდამო ონფორი.

არის მომარგალიტული ქუდი ერთი; ... შემკული თვალითა და მარგალიტითა და ვერცხლის ჯაჭვითა; ერთი; ნაკერი ონფორი სამი; ნაკერი სამკლავენი ერთი; ოქროქსოვილი ბისონი თოთხმეტით ოქროს ღილითა ერთი; ნაკერი ოლარი ერთი; ოქროქსოვილი სტიხარი ერთი.

ვერცხლით მოჭედილი ყელსაკიდი ხატი ერთი; ნაკერი გინგილა ერთი; ნაკერი კონდაკის საჭირავი ერთი; ვერცხლის კონდაკის ღერი თავები შემკული თვალითა ერთი; სხვა კონდაკი ერთი.

მძიმედ ნაკერს ონფორზედა არის დიდროვანი მარგალიტი ცამეტი; ოქროს ბარძიმი ერთი; ოქროს თეფში ორი; ოქროს კამარა; ვერცხლის ბარძიმი ოქროთ დაფერული, მისით თავსახურავითა, ერთი; ვერცხლისა ცოტა ბარძიმი მისის თეფშითა, ორი; ვერცხლის კამარა ერთი; ვერცხლის კოვზი ორი; ვერცხლის ზედაშის სახურავს სადუღარი ერთი; ვერცხლის საცეცხური ერთი; სინის საცეცხური ერთი.

მძიმედ ნაკერი პარექელი სამი; ნაკერი გარდამოხსნა ერთი; ტრაპეზზედ გარდასახურავი ხავერდისა ერთი; ოქროქსოილი კრეტსაბმელი ორი; შვიდგანი ქარაიის ფარდაგი ერთი; სუეტის ცხოვლისა ზედ გარდასახურავი ფარდაგი სამი; ოქროქსოვილი დიბა ორი; ოქროქსოვილი ატლასი და ქარაია შვიდი; გაკვეთილი ... ხატის გარდასახურავი ხავედი ერთი; სერანგი ერთი; ქამხა ერთი.

მოჭედილი სახარება ერთი; ოთხთავი და დავითი ერთი; ერთი თავი მოჭედილი ოთხთავი ერთი; მოჭედილი სახარება ერთი; ოთხთავი და ... წიგნად ორი; ...ული ორი; სამოციქულო ორი; მარხვანი ერთი; ზადიკნი ერთი; სვინაქსარი ორი; ... ერთი; მარგალიტი წიგნი ერთი; თორმეტი თვე ორწიგნად შეკრული ორი; ბუნებად რჯულის კანონი ერთი; სხვა რჯულის კანონი ერთი; ტიბიკონი ერთი; კიბე წიგნი ერთი; 'თი ; გვერდნი ერთი; ნეტაფრასი ერთი; მაქსიმე - წიგნი ერთი; ქართლის ცხორება ერთი; კურთხევნი ორი; მამათა ცხორება ერთი; სტოდიერი ერთი; სხვა მამათა ცხორება ერთი; ...ი ერთი; ხუთი თვე - წიგნი ერთი; კიდევე სახარების თარგმანი ერთი; დავითნი სამი; დავითის ... სვეტის ცხოვლის საკითხავი ორი; ძეგლი ერთი, კიდევე მარტ-აპრილი - წიგნი ერთი; ხმა გვერდნი - კონდაკი ოთხი.

სხვა განძი ვერცხლისა: ბარძიმი ორმოცი; ვერცხლის სასანთლე ხუთი; ვერცხლის სურა ერთი; ვერცხლის სურის სადგამი ნალბაქი ერთი.

სხვა ვერცხლის სურა ერთი; კიდევე ვერცხლის სურა ერთი; წუნწუმა ერთი; თავსარქულიანი ვერცხლის სანაწილე ერთი, სარქულიანი ვერცხლის საზედაშე ერთი; სარქულიანი საწყლე ვერცხლის წუწუმა ერთი; ვერცხლისა ნავი ორი; ვერცხლის ჩარა ერთი; ბუდე ერთი; ბურსული თასი ერთი; დოსტაქანი ორი; დევატაფა ერთი; ვერცხლის ჯამი ორი;ვერცხლის ... ერთი; ორყურიანი ვერცხლის დიდი ეშხუმი ერთი; ოქროს ყავარჯნის ყელი ერთი; ექუსიანი ოქროს კანდელი ერთი; ვერცხლის კანდელი ორი; კიდევ ვერცხლის კანდელი ერთი; ოქროს ბეჭედი ოქროს ჯაჭვითა; ვერცხლის ბეჭედი ერთი ვერცხლის ჯაჭვითა; ცოტა ოქროს შუშის ნაკვეთი ...ლური ორი; თევზის კბილის ევლოგიის საჭრელი ჯაყვა ერთი; ვერცხლის ფარდა ოთხი.

... არის ვერცხლი ლიტრანახევარი; თეთრი ლიტრა ორი და ჩარექი; პატრონის მეფის შემოწირული ვერცხლი ქალაქურის ლიტრითა; ლიტრა და ჩარექი და მიტყალი ორმოცდაათი; თეთრი ლიტრა სამი; სამი ლიტრა და ჩარექი ვეცხლის ნალეწები; ვერცხლი ქალაქურით ლიტრითა ლიტრა ერთი; და მიტყალი ასო...სელი თექსუმეტი ხელი მისით იარაღითა.

კონდაკს გარეთ, სინის ხომნი ორი; სინის სახარება ორი.

რკინის სკამი ერთი; სხვა წიგნის საკითხავი რკინის სკამი ერთი; რკინის ფანარი სამი; სუდარი ტახტზედა საფენი; ხალიჩა ორი; კიდევე სადღესასწაულო წიგნი ერთი;

წმიდის გიორგის ხატზედა ფლური ერთი.


საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სლდ (234), ანუ 1546 წლის 4 თებერვალი.

პუბლიკაცია

[edit]