ქ. ღმრთისა დაუსაბამოსა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, და ყოველთა წმიდათა ზეცისა და ქუეყანისა; თავსმდებობითა, მინდობითა და შუამდგომლობითა, თავსმდებობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ღმრთისა მშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა.
ესე უკუნისამდის გასათავებელი წიგნი მოგახსენე მე, მტბევარმა საბა, თქუენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა და თქუენსა საჭეთმყრობელსა ქართლისა კათალიკოზსა, პატრიარქსა დომენტის.
მას ჟამსა, როდეს გვაკურთხეთ, თქუენის საყდრის ერთგული და თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი ვიყვნეთ. რაცა ჩუენის ხელისაგან გამოვიდოდეს, რჯულისა სიმაგრესაცა მოვიჭიროთ. ამისა გათავებისა თავდებად თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი და სვეტი ცხოველი მოგვიხსენებია.