Jump to content

1558 წ. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა თბილისის მეტეხთა ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანმა, ძისა და ღმრთისა შენ მიერ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმა სვიმონ და ძმათა ჩუენთა, გკადრეთ და მოგახსენეთ მცირე ესე შემოსაწირავი შენ, საშინელსა, ცათა მობაძავსა, დედასა ნათლისასა ტფილის მეტეხთა ღმრთისმშობელსა.

შემოსწირე ქალაქის პირთა სოფელი შინდისი მისითა სამართლიანითა მზღურითა, მთითა და ბარითა, შესავალითა და გამოსავალითა, სახმრითა და უხმარითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ...

და გარდაიხდებოდეს აღაპი წელიწადშიგან დაუცადებელად. ერთი აღაპი მარიამობასა, კარგაღებული ჩუენთვის. თვით წინამძღვარი და ერთსულობით კრებული ჟამსა გუიწირევდენ და სახორცითა გარდაიხდიდნენ. და მეორესა აღაპსა ხარებასა დღესა სულკურთხეულისა მეფეთ მეფისა მამისა ჩუენისა პატრონისა ლუარსაბისათვის გარდაიხდიდენ, დედოფალთა დედოფლისა დედისა ჩუენისა პატრონისა თამარისთვის თევზითა აღაპსა გარდაიხდიდენ. წინამძღვარი სწირევდეს და ერთობით კრებულნი. და თუ ვინმე, ანუ მონაზონი, ანუ გლახაკნი მივიდოდენ აღაპსა, არავის დაითხოვდენ, ძმათა თან ტრაპეზსა შეიყვანონ და აჭამონ, ვითა სხვათა მონასტერთა აღაპისა წესი არს.

მოკითხული ვქენით და ძუელითგანცა მეტეხთა ღმრთისმშობლისა იყო შინდისი და ჟამთა ვითარებისაგან გამოგხობოდა. აწე, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმა სვიმონ ვიგულე და ვიგულისმოდგინე და შემოვსწირე მისივე მკუიდრი საშინელსა მეტეხთა ღმრთისმშობელსა სააქაოს სადღეგრძელოდ და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად, და საუკუნოდ მოსახსენებელად დედა-მამათა ჩუენთა, ამინ...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეორესა, ქორონიკონსა სმვ, ხელითა ფანასკერტელისა-ციცისშვილისა სახლისუხუცესისა ზაზასითითა.


სვიმონ

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სმვ (246) და სვიმონის გამეფებიდან მეორე ინდიქტიონი, ანუ 1558 წელი.

პუბლიკაცია

[edit]