Jump to content

1559 წ. - უცნობი პირის ჩანაწერი მცხეთის ჯვრის შემოგარენის საზღვრების შესახებ

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მცხეთის პირდაპირ მონასტერი ჯვარისა. სოფელი ჯვარი თავისის სამართლიანის მამულითა და სამძღურითა; ახალციხის ციხე რომ არის, იმის პირდაპირ რომ ხევი არის, წიწამურულს ვენახებთან, ჯვარულს გორას უძახიან, ზედაძენი და გახვრეტილი კლდე, ბობოხვრელი და ქვაჯვარა, უკან - ჭანჭრობი, გამოღმა - ფოსვი და აკაკი.

სადაც რომ დევის მუხლის პირდაპირ ღრმა ღელე ჩავა მტკვარზედ, იქამდინ ჯვარი ქართლის მეფის აშენებულია; და სოფელი მალაქია ქათალიკოზს აუშენებია. როგორც მცხეთა არის კათალიკოზისათვის, ისე ჯვარი კათალიკოზის ტახტია, მემკვიდრენი არიან.

წელსა ჩყნთ, ქორონიკონს სმზ.

საბუთის დათარიღება

[edit]

მზია სურგულაძე: ქორონიკონი სმზ (247) 1559 წელი, რომელიც პირის გადამწერს გადაუყვანია ანბანურ სათვალავზე და ქორონიკონთან ერთად მიუთითებია ჩფნთ (1559). ტექსტი ფრაგმენტულია. თხრობის სტილი მიანიშნებს, რომ იგი წარმოადგენს მოგზაურის ჩანაწერს.

პუბლიკაცია

[edit]