Jump to content

1562 წ. - წყალობის წიგნი ნიკოლოზ კათალიკოსისა გედეონ მაღალაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან ნიკოლოზ, ესე უკუნისამდე გასათავებელი და რასა გინდავე ჟამთა ქცევა-გამოცულილობათა შინა მტკიცე და უქცეველი წიგნი და სიგელი მოგიბოძეთ ბძანებითა ღმრთივ-გუირგუინოსანისა მეფეთ-მეფისა სუიმონისითა, და კითხვითა და ნებადართვითა ყოველთა მცხეთისშვილთათა, შენ, მაღალაშვილსა ქადაგსა გედეონს და შენთა შვილთა რომანოზს და ნიკოლოზს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს უღმრთოთა აგარიანთაგან ქართლი აოხრდა და შენი ბიძაშვილი ამოსწყდა თათართაგან, და თქუენ უმამულობასა ჩიოდით, და შენის ბიძაშვილის კერძს მამულს გუეაჯენით. და ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, ვითარცა არავის მართებდა სხუას გუარსა საქადაგო მამული თქუენგან კიდე.

და მოგიბოძეთ შეძუელებით და მკუიდრად სოფელი ჩოჩეთი მისითა სახლითა, ეკლესიითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა, მინდორითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სახმარითა და უხმარითა, საძებრითა და უძებრითა, და მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, ერთობ ყოვლითა. და გორს ფუშრუკაული მამული და დიაკონისძისეული და, რაცა შენს ბიძაშვილსა ან ჩოჩეთს და ან გორს მამულნი ჰქონდეს, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, სრულად და უკლებელად.

აწ, დღეისიდგან წაღმა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან საყდრისა და ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა, თქუენ, ქადაგსა გედეონს და თქუენთა შვილთა რომანოზს და ნიკოლოზს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე, სოფელი ჩოჩეთი და რაცა გორს მამულნი არიან მითვე წესითა, რარიგადცა შენსა ბიძაშვილსა ჰქონდა. თუ ვისმე ამა მამულისა ნიშანი ჰქონდეს, მტკიცითა ამით სიგლითა გაგუიცუდებია.

ვინათგან სამკუიდროდ შენსა ბიძაშვილს ჰქონდა, იგი სრულად უმკუიდრო იქმნა, აწე, ვერავინ მოგესარჩლოს, ვერა ადამის ტომი კაცი, როგორც საყდრისაგან და ჩუენგან მტკიცედ და სამკუიდროდ ბოძებული არის...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სნ, ხელითა ფრიად ცოდვილისა კარისა ჩუენისა მწიგნობრის ერაჯისათა.


საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სნ (250), ანუ 1562 წელი.

პუბლიკაცია

[edit]