ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა; კითხვითა, მოწმობითა და ბრძანებითა მეფისა პატრონისა სუიმეონისითა და დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა.
ჩუენ, ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან ნიკოლოზ და ყოველთავე მცხეთისშვილთა, მოგახსენეთ და მოგეცით თქუენ, პატრონიშვილსა პატრონსა ვახტანგს, ყურისუბნის სანაცლოდ მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა, რარიგადცა სუეტს ცხოველსა შემოსწირვია; წიასწყალს არჩვაძეები, ერისთავსა რომ შემოუწირავს, მითვე წესითა; ერეთს გილაშვილი მისითა მამულითა; ზაკუი მისითა მზღურითა; სათიხარი მისითა სამართლიანითა მზღურითა; ქორდს, რაც სუეტის ცხოვლისა ყოფილა მათითა სამართლიანითა; ტრძნის, რაც სუეტის ცხოვლისა ყოფილა, მისითა სამართლიანითა; ცოტა მეღურეკისი მისითა სამართლიანითა; მეღურეკისს ვენახი და სხვა, რაც საჩუენო იყო; ახალდაბას ფალავანდიშვილის შემოწირული საგლეხოები, რაც ვარდანს შემოუწირავს, მისითა სამართლიანითა; ყელქცეულს ვირშის შეწირულნი მიწანი, რარიგადცა აქამდი ჩუენ გუქონებია. ესე მოგუიბარებია და დაგუინებებია ყურისუბნის სანაცლოდ.
ღმერთმან და სუეტმა ცხოველმან გიბედნიეროს; ჩუენგან და კათოლიკე ეკლესიისაგან შენდობილნი იყუენით სოფელსა ამას და დაუსრულებელსა მას საუკუნესა, ამინ.
დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონსა სჲბ, თუეს მარტსა ათოთხმეტსა.