Jump to content

1581 წ. 03.06. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გიორგი თულაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

წყალობითა ღმრთისათა, ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერთგულსა ყმასა, თულაშვილსა გიორგის და ძმათა შენსა ამირანს.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ სამართლიანი თქუენი კერძი სოფელი ზრბითი, სოფელი აწუფისი და სოფელი ღვევი სამართლიანისა მისის სამძღვრითა მთით ბარამდი, თქუენთვინ გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ ალგეთის პირისა და ვერის ხევის ტარუღავ, მელიქო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, მერმე, ზრბითს, აწუფს და ღვევს სამართლიანი მათი წილი თულაშვილის გიორგისა და მისის ძმისთვინ გუიბოძებია, და თქვენცა დაანებეთ და ნუ ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲთ, მარტსა ექუსსა.

  • სვიმონის ხელრთვა
სპარსული ტექსტი

აბულ-მანსურ სულტან მაჰმუდ ხან მირზა ...

ამჟამად თანასწორთა ბურჯის, გიორგი-ბეგ თულაშვილის მიმართ უსაზღვრო მოწყალების გამო და მისი დამსახურების, ამაგის და სამსახურის საფუძველზე, ქვემოთ მოხსენებულ ადგილებიდან: სოფელი ზრბითი, სოფელი აწუფისი, სოფელი ღვევი, - რაც მისი სამართლიანი წილი არის, მისთვის გვიწყალობებია და გვიბოძებია თიულად. მან იმავე წესით როგორც წინათ, მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადი იმ ადგილებისა, რაც მისი სამართლიანი წილი იყოს, წლითი წლამდე, თანახმად არსებული წესისა და ჩვეულებისა, აიღოს და ისე მოიქცეს, რომ გლახაკნი და გლეხები კმაყოფილნი და მისი მაქებარი იყვნენ. იმ ადგილების გლეხებმა უნდა იცნონ ხსენებული პირი თავის თიულდარად, მისდამი სრული მორჩილება და ერთგულება გამოიჩინონ და მის სამსახურში ერთი წუთიც არ გააცდინონ. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ, წინააღმდეგობა არ გასწიონ და თავის მოვალეობად აღიარონ ამის შესრულება.

დაიწერა მოჰარამ ალ-ჰარამის თვესა, წელსა ცხრაას ოთხმოცდაცხრასა.

საბუთის დათარიღება

[edit]
ქორონიკონი სჲთ (269), ანუ 1581 წლის 6 მარტი. ჰიჯრის 989 წლის მოჰარამ ალ-ჰარამის 1581 წლის 14 თებერვალი - 15 მარტი.

პუბლიკაცია

[edit]