Jump to content

1583 წ. 11.20. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა იოვანე ბარათაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

წყალობითა ღმრთისათა, ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმა, მეფეთ-მეფემან სვიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ბარათაშვილს იოვანეს.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულისა წყალობასა გუიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ მოლავს სამართლიანი თქუენი კერძი მამული, შენი და ოხერი, მისისა მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავითა და უხნავითა და სამართლიანისა მისის სამძღვრითა, მთითა ვიდრე ბარამდი, თქუენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ ალგეთის პირის ტარუღანო, მელიქნო და სხვანო მოსაქმენნო, კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, მერმე, ესე ჩუენგან ნაწყალობევი მამული თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამ ფარვანაში ეწეროს, ნურას შეუშლით და ნურცარას შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოა, გიორგობისთვეს , ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ზილყიყარისათა.

  • სვიმონის ხელრთვა



XVII საუკუნის მინაწერები verso-ზე:
  • ქ. მოლავის წყალობის წიგნია, ჩვენთვის ებოძებიათ.
  • ქ. მოლავის წიგნი
  • ქ. მოლავის წიგნი მეფის სვიმონისაგან



სპარსული ტექსტი

ის არის ღმერთი, ქებული ყოველ საქმეში!
აბულ მანსურ სულტან მაჰმუდ-ხან მირზა ჩემი სიტყვა.

ამჟამად, დიდებულთა ბურჯის ალლაჰ ყული-ბეგ ეშიკაღასისადმი განსაკუთრებული წყალობის მიპყრობის და მისი ერთგულებისა და ერთსულოვნების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ და ვუბოძეთ მას წილი სოფელ მოლავისა იმავე განაწესით, რა განაწესითაც მას აქამდე ეკუთვნოდა. ხსენებული ადგილის მელიქებმა, ქეთხუდებმა და გლეხებმა მოხსენებული პირი უნდა იცნონ აღნიშნული წილის თიულდარად, თანახმად დაწერილისა დამტკიცებულად იცნონ ეს და თავისი მალუჯათი, გამოსაღებები და სახელმწიფო გადასახადები წლითი წლამდე გადასცენ მას, ხოლო ის სასამართლო საქმეები, რომელიც ხსენებული წილის მოსახლეობაში მოხდება, მოხსენებულ თიულდარს მიანდონ, რათა მან სამართლიანობის კანონის მიხედვით წარმოებული ღრმა გამოძიების საფუძველზე გადასწყვიტოს ისინი. ხსენებული თიულდარის მოვალეობა ის არის, რომ იქაურ გლეხებს ისე მოექცეს, რომ ღმერთიც და ხალხიც მისი მაქებელი და მადლობელი იყოს. ამის შესახებ გამოცემული ბრძანებულება იცოდნენ და ამის მიხედვით მოიქცნენ'

დაიწერა ზულ-კადას თვეს, ცხვრის წელს, 991 წ.

საბუთის დათარიღება და შენიშვნა

[edit]
ქორონიკონი სოა (271), ანუ 1583 წლის 20 ნოემბერი. ჰიჯრის 991 წლის ზილ-კადა 1583 წლის 16 ნოემბერი - 15 დეკემბერი.

პუბლიკაცია

[edit]