Jump to content

1589 წ. - მამულების მფლობელობის განახლების წიგნი ალექსანდრე II-ისა სვეტიცხოველისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: Sd-464

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 63


"მეფეთ-მეფისა სულკურთხეულისა პატრონის ლეონის ძემან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან თინათინ, და ძეთა ჩუენთა: პატრონმან ერაკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი, პატრონმან კონსტანტინე და პატრონმან როსტომ" სვეტიცხოველს განვუახლეთ ყმა-მამულის შეწირულება ჩვენი ძმის პატრონი კათალიკოზი ნიკოლოზის თხოვნით.

შეწირულების მოწმენი არიან: "ბატონი ალავერდელი კირილე, ჭერემელ ეფისკოპოზი ბასილ, ჩოლაყაშვილი რევაზ, ციციშვილი მერაბ, დიდი საგინაა, მაყაშვილი ზაალ, ზუბელი რუსიშვილი ინდო, ჩოლაყაშვილი თამაზ, ვაჩნაძე გიორგი, ბულალაშვილი და სეფედავლე ობლისძე".

"დაიწერა ინდიკტიონსა მეფობასა ჩუენისასა თხუთმეტსა, ქორონიკონსა სნიზ, ხელითა წინამძღურის ვაჩნაძის იოსებისათა".

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს ორმაგი თარიღი: ქორონიკონი სნიზ (267) და ალექსანდრეს მეფობის 15 ინდიქტიონი. ქორონიკონით თარიღია 1579 წელი, ინდიქტიონით 1589 წელი.

ე. თაყაიშვილი ორივე თარიღს აღნიშნავს, თუმცა სარჩევში 1579 წელს უთითებს; ი. დოლიძესთან და პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც 1579 წელია მითითებული.

ჩვენი აზრით, რადგან მეფობის ინდიქტიონი სიტყვებითაა ჩაწერილი, ხოლო ქორონიკონი არასწორი ფორმითაა მოცემული სნიზ; ამასთან ერთად დღეს მიღებული ქრონოლოგიით კათალიკოსი ნიკოლოზ VIII 1584-1589 წლებში ფლობდა სვეტიცხოვლის ტახტს, საბუთის გაცემის თარიღად 1589 წელი უფრო სწორად მიგვაჩნია.

პუბლიკაცია და ლიტერატურა

[edit]