. . . [ ] გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა სიმეონისა სასურველმან ძემან, პატრონმან გიორგი, ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ, შემოგწირეთ და მოგახსენეთ თქვენ, საშინელსა და ღვაწლმრავალს{ა}, საჩინოსა, მხნესა მხედარსა და ახოვანსა, წმიდასა გიორგის ხევისჯურისასა: ტაბატაძენი გიორგი, ივანე, შიო, იოვანე, შოშიტა, დათუა და ზაქარია და გოჩაი , მას ჟამსა, ოდეს მოგვიდგეს კარსა და სითარხნის წყალობას დაგვეაჯნეს.
და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და ვათარხნეთ და განვათავისუფლეთ ყოვლისა ამათისა სათხოვრისა და გამოსაღებისაგან, ამად რომე, აპრილსა კგ-ს დღესასწაულსა წმიდის მოწამის გიორგისასა აღაპსა გარდაიხდიდნენ სადღეგრძელოდ ჩვენთვის და გასამარჯვებელად და სახსრად სულისა ჩვენისათა, დღესა მას დიდსა განკითხვისა ჩვენისასა.
დახარჯავდენ ორის წლის ზროხასა, ერთს ცხვარსა, ოთხს კოდს პურსა, თუთხმეტს კოკას ღვინოსა და აწირვინებდენ ორს მღუდელს. და ნურაოდეს მოგვეშლების. სხვა, ამას გარეთად, არაფერი სათხოვარი და გამოსაღები საჩვენო არა გეთხოვებათ-რა.
შეიწირე შენ, საშინელო წმიდაო გიორგი ხევისჯვრისაო , მცირე და კნინი შესაწირავი ესე და წარმართე და განაძლიერე მეფობა ჩვენი. აწე, გიბრძანებთ ხეფინისხევის მოურავო და [ნაც]ვალო, ასე გაუთავეთ, რარიგათაც ამ ჩვენგან საშიშით შეწირულსა სიგელშიგან ეწეროს, ნურცარას თქვენ შეუშლით და შე{ე}ცილებით.
და კ(უალა)დ, ვინცა და რამანცა გვარმან კაცმან [იკადროს] ხელშლად და ქცევად ამისად, შე-მცა-იცვალების სულისა მისგან ქრისტეანობისა, მასმცა ექმნების ძრწოლა გეზისა, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისა, ნურათამცა სინანულით ნუ იქმნების ხსნა სულისა მისისა, ნუცა ჩოხათა და სქემა-ჩაცმითა, ნუცა იელურსარემს და მთაწმიდას წასვლითა, და ჩვენთა ცოდვათა მზღუეველიცა არის დღესა მას დიდსა განკითხვისასა. და შენც შერისხდი, შენ, საშინელო წმიდაო გიორგი ხევისჯვრისაო!
დაიწერა მტკიცე და უცვალებელი სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სოთ, ენკენისთვის გ-ს, ხელითა კარის ჩვენის მწიგნობრის აბაშიძის ესტატესითა.
და ამას გარეთა, რისაც დღეს მამულის მქონებელი იყო, ორსავ წყალს შუა, მართლით მისდა სამართლიანის მთითა, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერთმა)ნ ჩვენს ერთგულად სამსახურსა შიგან.
ხელჩართულ არს გიორგი, ზის ბეჭედი თათრული და არა ჰსჩანს.
საბუთს აქვს შემდეგდროინდელი მინაწერი საბუთები:
წყალობითა ღ(მრ)თისათა, და აწ ჩვენცა, მეფემ ალექსანდრემ, პაპის პაპის მამა პაპისა ჩვენისა, მეფის გიორგის წყალობის წიგნი შეწირულობისა წმიდის გიორგისა ჩვენცა დაგვიმტკიცებია. ქ(ორონი)კ(ონ)ს აქეთ ჩღმე-ს (1745 წ.).
ზის ქართული დიდი ბეჭედი მეფის ალექსანდრესი.
ზის ბეჭედი ქართული, მეფის ძე უფლისწული მამუკა, ხელჩართულ არს და არა ჰსჩანს.
თქვენ, ხევისჯურელებს, ჩვენ, აბაშიძე ზაალ საუდიერ{ო}ს ღვინოს გახდევიებდით. ახლა შემოგვეხვეწეთ და ასე წყალობა გვიქმნია: ჩვენგან თქვენ საუდიერო ღვინო აღარ გეთხოოს. სხვებ[რ], რაც [უც] სხუა, ქვეფინი{ს}ხეველი გვემსახუროს, თქვენც ისე უნდა გვემსახუროთ, ასე დაგვიმტკიცებია. იანვრის ით-ს ქ(ორონი)კ(ონ)ს უმ (1752 წ.).
ხელმწიფის სამლოცველო გმართებიათ, ისევ უნდა იხადოთ.
გადამწერის ცნობა: ზის ბეჭედი პატარა ქართული და არა ჰსჩანს-რა.
ნამდვილისათანა სწორე არს. საეკკლესიოთა გუჯართ კომიტეტის ჩლენი დეკანოზი დიმიტრი ალექსიევი.