Jump to content

1605 წ. 07.11. - წყალობის წიგნი გიორგი მეფისა ზაქარია ავალიშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ქ. ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი გიბოძეთ ჩუენ, ღ(მრ)თივ გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან გი(ორ)გი, თქუენ, ავალიშვილს ზაქარიას, ასრე და ამა პირსა ზედა რომე, ამირეჯიბი რამინა სადამდის ცოცხალ იყოს, მისის მამულითა თქუენთვის მოგვიბარებია და კარგა შეინახეთ. და რა სოფელმან მისი წესი არ დაიშალოს და რამინ მოკუდეს, რაც ბატონის მამის ჩუენისაგან რამინისათუის მამული არის ნაბოძები და ფარვანაში უწერია მის{ი} სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, ის მამულიც თქუენთუის გვიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

დაიწერა ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟგ, მკათათუის ია .

ხელრთვა ხვეულად: გიორგი



საბუთს აქვს გვიანდელი მინაწერი:

verso: 1. რამინის კერძი მამულისა.


საბუთის დათარიღება

[edit]
თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი სჟგ (293), მკათათვის ია(11), რაც გვაძლევს 1605 წლის 11 ივლისს.

შენიშვნები

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.64-65
ავალიშვილთა სათავადო თორის მხარეში მდებარეობდა. მისი ცენტრი იყო სადგერი. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ავალიშვილთა ნაწილი შიდა ქართლში, ნაწილი კახეთში, ნაწილი კი იმერეთში გადასახლდა. სამცხეში დარჩენილები გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლში დამკვიდრებულ ავალიშვილთა სამფლობელოში შედიოდა: ტაშისკარი, სურამი, არადეთი, ბრეთი და აბისი. კახეთის ავალიშვილები ფლობდნენ: კაკაბეთს, კალაურს, თელავსა და ჩუმლაყს. იმერეთის ავალიშვილები დაკნინდნენ და აზნაურებად იქცნენ. ზემომოყვანილ საბუთში ჩანს ავალიშვილების ქართლში დამკვიდრების პროცესი. რამინ (III) ამირეჯიბი ამ საგვარეულოს უფროსი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. მათი მამულები მდებარეობდა მდ. დას. ფრონესა და ჭერათხევის ხეობებში (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. აბანო, ატოცი, ზემო ბრეძა, ქვემო ბრეძა, საღოლაშენი, ღოღეთი; ხაშურის მუნიციპალიტეტში: აძვისი, ალი, ბობოკინი, ბროლისანი, დუმაცხო, ნაბახტევი, ტკოცა, უწლევი, ფლევი, წაბლოვანა, წაღვლი). რამინ (III) ამირეჯიბის გარდაცვალების შემდეგ ჩამოთვლილი მამულების ნაწილი ამ საგვარეულოს გვერდითი შტოს წარმომადგენლებმა დაიკავეს, ნაწილი კი სამეფო ხელისუფლებამ სხვა საგვარეულოებს უწყალობა (ოთხმეზური, 2009: გვ. 34). ასეთთა შორის ჩანან ავალიშვილებიც. უშთამომავლოდ დარჩენილ რამინს გიორგი X-მ მეურვედ ზაქარია ავალიშვილი დაუდგინა, შესაბამისად, რამინის გარდაცვალების შემდეგ ზაქარიას უნდა მიეღო მისი მემკვიდრეობა.

პუბლიკაცია

[edit]