ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ეს[ე] წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ბარათაშვილსა პატრონსა ქაიხოსროს, შენსა ძმასა, პატრონსა თამაზს, შვილსა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ მკვიდრად და სამამულეთ ქვეშისჴევში სოფელი კრკონი, რისაც ბატონიშვილი ვახტანგ მქონებელი ყოფილიყოს. თქვენთჳს გვიბოძებია მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, ყოვლის მისის ს[ა]სამჭმოთა თქვენთჳს გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენსა ერდგულად სამსახურში.
აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟზ, ჴელითა კარისა ჩვენისა მწოგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.
ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ