Jump to content

1609 წ. 09.24. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა გიორგი სააკაძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ქალაქის ამირათ ამირასა სააკაძესა პატრონსა გიორგის, ძმასა თქვენსა ქეიხოსროს, თქვენსა შვილსა ავთანდილს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა, მამულის წყალობას გუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ მკვიდრად და სამამულედ ქვეშისჴევში ნასოფლარი ყაიშლაღი მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა და ვენაჴითა, საჴნავითა, სათიბრითა. ყოვლის მისის სამჭმოთა თქვენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურშია.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და კარისა ჩუენისა მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟზ, ენკენისთვესა კდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


ოვალური ბეჭედი სპარსული ლეგენდით.


გვიანდელი მინაწერები verso-ზე:

1. წამებულის ლ უ ა რ ს ა ბ მეფის წყალობის წიგნი.

2. წყალობის წიგნი (ლურჯი ფანქრით).

3. 24. IX. 1609 (წითელი ფანქრით).

4. XV-XVI (წითელი ფანქრით).

საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297) ენკენისთვის კდ (24), რაც გვაძლევს 1609 წლის 24 სექტემბერს.

პუბლიკაცია

[edit]