[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამს[ა]ხურსა ყმასა, ბოქაულთუხუცეს{ს}ა პატრონსა დავითს, თქვენსა შვილსა კოსტანტილეს, ელიზბარსა და შიოშ, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვეაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ გორს ეხთიერაშვილი სოლაღა და ავრანაშვილი, მათის სამართლიანის მამულითა და სამძღვრითა, რისაც მქონებელნი იყვნენ, სრულობით თქუენთვის გუიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულ{ა}დ სამსახურშია.
აწე, გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, და გორის მოურაო და მამასახლისო, თქვენც ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს. ნურც-რას თქვენ შეუშლით და შე{ე}|ცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟჱ, მაისსა იგ, ჴელითა კარ|ისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშუილის ქუმსისათა.
ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ
ტექსტის ბოლოს, მეფე ლუარსაბის ხელრთვის წინ დასმულია ნუშისებური ფორმის ბეჭედი სპარსული ლეგენდით.