ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, და დედამან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულთა ყმათა, ლარაძეს მათარსის შვილთა: შერმაზანს, ბიძინასა და ზენბადს, მას ჟამსა, ოდეს მოგუდეგით კარსა და მამულისა წყალობას დაგუაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათაშვილოში წინვენახი, რისაც მქონებელი ბატონისშვილი ალექსანდრე მქონებელი ყოფილიყოს, მისითა სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილი{თა}, ველითა, ვენახითა, შესავლითა და გამოსავლითა, სამკვიდროდ და სამამულედ თქვენთვის და თქვენთ შვილთათვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგა.
აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვაზირნო, მდივანო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ნუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამ ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცარას თქვენ შეუშლით და შე{ე}ცილებით, თუ{ი}ნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟთ, აპრილის გ, ჴელითა კარისა ჩვენის მწიგნობრისა თუმანისშვილის ნასრისითა.