Jump to content

1613 წ. 10.10. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ზაალ აბაზაძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი:

პირის პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

{ქ.} ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გვირგვ{ი}ნოსა{ნ}მან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუჱნ, ჩუჱნს ერდგულსა ყმასა აბაზაძეს ბაზიერთუხუცეს ზაალს და შენსა ძმასა ამილღაბარს, და მამავალთა და შვილთა სახლისა თქუჱნისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდექით კარსა და მამულისა წყალობასა დაგვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუჱნი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თელადგორს თურმანიძის სულხანისა კერძი სამართლიანი მამული, რისაც მქონებელი სულხან ყოფილა, მისი სამართლიანი სამძღურითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წიცქუ{ი}ლითა, ველითა, ვენახითა, სახნავ-სათიბითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ სამკვიდროდ და სამამულეთ თქუჱნთჳს გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუჱნსა ერთგულად სამსახურსა შ(ინ)ა.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩუჱნისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინგინდ{ა}-ვინ იქმნეთ და ანუ ვინგინდ{ა}-ვინ იქმნებოდეთ, მერმე თქუჱნცა ესრე გაუთავეთ, რარიგათაცა ამ ჩუჱნგან ნაწყალობელს სიგელში ეწეროს, ნურცა-რას თქუჱნ შაუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწავნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტა, ღვინობისთჳს , ჴელითა კარისა ჩუჱნისა მწიგნობრისა თუმანისშვილის ნასრისითა.

დედანს ჰქონია ხელრთვა: ლუარსაბ და მეფის ბეჭედი.

პირი დაბეჭდილია სამი რუსული ბეჭდით: თავში უზის ორი, ხოლო ბოლოში ერთი ლუქიანი.


პირის ნამდვილობას ადასტურებენ:

საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტა (301) ღვინობისთვის ი (10), რაც გვაძლევს 1613 წლის 10 ოქტომბერს.

შენიშვნები

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.117
სულხან თურმანიძე უშვილოდ “გადასულად” იხსენიება 1631 წლის საბუთში (Hd-2122). როგორც ჩანს, მისი მამული თელათგორში (შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტი) ბეითალმანის წესით სამეფო ხაზინაში გადასულა, რის შედეგადაც იგი მეფემ ახალ მფლობელს გადასცა.

პუბლიკაცია

[edit]