Jump to content

1616 წ. - მფლობელობის განახლების წიგნი ბაგრატ მეფისა მოურავ გიორგი სააკაძისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ქ. რისაც მამულისა და საჴელოს მქონებელი მოურავი გიორგი ყოფილა, ან ბედნიერის ყაენისაგან წყალობა დამართებია, ან ბატონის სუიმონისა და ან ბატონის გიორგისა და ბატონის ლუარსაბისაგან, მათ ჟამში მამულის მქონებელი და ანუ საჴელოს მქონებელი ყოფილან, ისრევე მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა მისთუის და მის შვილთათუის გვიბოძებია. და ნურა კაცი ნუ ეცილებით, ნურც ნაწყალობევსა და ნურც სამკუიდროსა. ქ(ორონი)კ(ონ)სა ტდ.

ხელრთვა ხვეულად: ბაგრატ.



გვიანდელი მინაწერი საბუთის თავში:

1. საბარათიანოს სოფლები ს<ა>წირია.

2. ბაგრატ მეფის წიგნი მამულების და სახელოსა.

საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტდ (304), რაც გვაძლევს 1616 წელს.

პუბლიკაცია

[edit]