წყ(ალო)ბ(ი)თა ღ(მრთისა)თა და ბ(რ)ძ(ანე)ბ(ი)თ(ა) შაჰ{ა}ბასი{სა}თა.
ქ. ჩუენ, მეფემან პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, კარისა ჩუენისა მდივანსა, თუმანიშვილს ნასრის და თქუენთა შვილთა: ბაინდურს, ყორხმაზს და კიდევე თქუენთა შვილთა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუეაჯენით.
ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სომხითს ნაოჴარი ნასოფლარი ხ{ა}ნძორისი მისის მართლის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, მისის მთითა და საჴნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, – ყოვლითურ თქუენთუის გუიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.
აწე, გ(ი)ბ(რძანე)ბთ, კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სომხითის ტარუღაო და მელიქო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, თქუენცა ეს ჩუენი წყალობა და ბრძანება ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა სიგელში ეწეროს, ნურ{ა}ს შეეცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, მაის{ს}ა ლ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ოქრუასშუილის შერმაზანისათა.