ქ. მეფე სუიმონ უზე<ე>შთ{ა}ესთა მოგახსენებთ და უქუედ{ა}ესთა გ(ი)ბ(რძანე)ბთ, ვინგინდავინ ბ(რძანე)ბისა ჩუენისა მორჩილნი იყუნეთ, მერმე, ამილახორმა ანდუყაფარ ბედნიერის ყაენის რაღამი მოგვიტან{ა} თავისი სამკუიდრო მამულები უბოძებია, აწე, ბოქაულთუხუცესი ქაიხოსროვ გამოგუიგზავნია და ვისცა ამისი მამული გქონდეს მოურავის მოსულამდის ყუელამ დაანებეთ და რა მოურავი მობძანდების, რარიგადაც სჯობს, ისრე ვიქ(მ)თ და რაც ან ქალაქს ან დიღუამს და ან ალს საცილობელი არის, ისიც მოურავმა უნდა გარდასწყვიტოს.
1619-1622 წწ. - სვიმონ მეფის ბრძანების წიგნი სადაო მამულებზე
Appearance
ქართული სიგელ-გუჯრები
საბუთის დაცულობა
[edit]დედანი: Hd-2115
პირი: 1461-14/026
საბუთის ტექსტი
[edit]საბუთის დათარიღება
[edit]საბუთი უთარიღოა. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში - გვ.447 საბუთი 1626-1631 წლებითაა დათარიღებული. თამაზ გოგოლაძე (გვ. 84) საბუთს 1619-1626 წლებით ათარიღებს. ჩვენი აზრით ამ დათარიღების კიდევ უფრო შეკვეცაა შესაძლებელი, რადგან კონტექსტიდან გამომდინარე საბუთი სიმონის გამეფების პირველ ხანებშივეა გაცემული.
საბუთის პერსონალია
[edit]* სვიმონ მეფე * ამილახორი ანდუყაფარ * ბოქაულთუხუცესი ქაიხოსროვ * მოურავი
პუბლიკაცია
[edit]2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 3