საბუთი წარმოადგენს ფარცმანაყანევის მცხოვრებ საკათალიკოსო გლეხების გამოსაღების ნუსხას. ხატის ბეგარის გადამხდელები არიან: ჟუჟუა ანდრიაძე; ზაქარია კუჭუხიძე; მეორე ზაქარია კუჭუხიძე; იოვანე კუჭუხიძე; ხახუტა კუჭუხიძე, წყალობა კუჭუხიძე და მახუა კუჭუხიძე.
საბუთს აქვს მალაქია კათალიკოსის ხელრთვა.
საბუთის სათაურია verso-ზე: "დავთარი კუჭუხიძისა ბეგრის ნუსხა".