ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.
ჩუენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ბოქაულთუხუცეს, ბარათაშვილს ქაიხოსროს.
მას ჟამსა, ოდეს ბარათაშვილი ბარათა ბედნიერს ყაენსა და ჩუენ ყმობიდან წაგუივიდა და ბედნიერის ყაენის ერგული[1] შეიქნა, მოგიყვანეთ ჩუენს კარზედა და სრულად საბარათიშვილოს სარდრობა და მეკობრისმძებნელობა გიბოძეთ და ქუემო ბოლნის ბარათას ზუარიც თქვენთუის გვიბოძებია და სრულ საბარათიშვილოს ავი და კარგი თქვენ გეკითხოდეს და ჩუენს ერდგულობაზედ თქვენი მორჩილნი იყვნენ, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ბედნიერის ყაენის და ჩვენს ერდგულად სამსახურს შიგან.
აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ ერთობილნო ბარათიანო და საბარათიშვილნო, დიდნო და მცირენო, მერმე, თქვენად სარდრად და უფროსად ბოქაულთუხუცესი ქაიხოსროვ დაგვიყენებია ჩუენს ერდგულობაზედ, ამისნი მორჩილნი იყვენით და გუერდც მიუდეგით და ჩუენს სამსახურს მალი მი<უ>ეცით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს ტია, თიბათვეს კ
[სვიმონის ხელრთვა] ქ. ეს ბრძანება ასრე უნდა გათავდეს. [ადგილი ბეჭდისა].
- ↑ სამართლიანად აღნიშნავს გივი ჯამბურია, რომ ამ ადგილას სიტყვა "ერგული"-ს ნაცვლად უნდა იყოს სიტყვა "ორ-გული", ამ ყოველივეს მეცნიერი საბუთის დამწერის უნებლიე შეცდომად მიიჩნევს (გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობების ..., გვ. 25).