...ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი უთუო და უთუმცაო პირი და ფიცი მოგახსენე ჩვენ, ავალიშვილმან მროველმა დომენტი და ძმისწულმა ჩემმა ქაიხოსრომ, პეტრემ და ავალმა თქვენ, მოურავს პატრონს გიორგის და შვილთა თქვენთა ავთანდილს, იორამს და დავითს ასრე და ამა პირსა ზედა:
ვიყუნეთ თქვენთვინ დღეს და დღეის იქით კარგნი და კარგის მდომნი. არა გავნოთ, არა გაზიანოთ, არა გიცრუოთ, არა გიტყუოთ, არა გიჩხუბოთ.
და რაც ღმრთისაგან და კაცთაგან კარგი დაგვემართოს, იმისნი მომჭირვენი ვიყუნეთ. თქვენი მტერისა მტერნი ვიყუნეთ და მოყურისა მოყუვარე.
და თუ ან ტყვე ან სალარო მოგვაბაროთ, უზიანოთ და უსირცხვილოთ ისრევე მოგაბაროთ. და არცა სხვის კაცის სათაო თქვენზე დავიდვათ.
ამისად გასათავებლად და თავდებად მამიცემია ღმერთი და ყოველნი წმიდანი ღმრთისანი, ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი. და ხელიცა ასრე ჩაურთოთ.
ამ ფიცის გათავების მეტი სხვა გულში არა ავიაროთ რა.