[ქ]. სახელითა ღ(მრ)თისაითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა, მეოხებითა ყოვლად წ<ა>მინდის დედოფ<ა>ლის{ა} ღმ(მრ)თისმშობელისა [და] ქალწულის მარიამისათ{ა}, თავსმდებობითა და მინდობითა და შუადმგომლობითა და ზეცისა ძალთა და ქვეყანათა ა{ნ}გელოზ<ა>თა, ამათის მოწმობითა და შუამდგომლობით ესე უთუო და უთომცაო, დრომ{ო}უდებელი და მიზეზ<ა>შემოუღებელი, ყოვლის ჩხუბისა და ილეთისაგან გამოსული, ჟამთა გასათავებელი ფიცი და პირობა მიგეცით ჩვენ, ვარამაშვილმა გიორგიმა და მამაჩემ{მ}ა წამალამა და ძმამა ჩემ{მ}ა ირემამა და ჩემ{მ}ა განაყოფმა ნადირამა და მამუკამა და ქიტიამა და გოგიამა და შვილთა და მამავალთა სახლისა ჩვენისათა ყოველთავე თქვენ, სახლისუხუცეს, ბატონს ქაიხოსროს და შვილს თქვენს, გუგუნას და ნიკოლოზს და ბარათას და შვილს და მამავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე.
მას<ა> ჟამსა, როდეს დაგუეჭირა და სიღარიბემა და შიმშილმა მიგუაჭირვა და ვეღარა ვ<ა>რჩებოდით და მოვედით და თქვენ გეყმევ{ი}თ, თქვენ დაივალევ{ი}თ და ჩვენ მოგუეცით და პურტკბილობა <ჩ>{შ}იგა{ნ} შეგვი{ნა}ხეთ და ჩვენი თავი და შვილები ასრე გაყმევ{ი}თ, რომ ერთის ღ(მრ)თის მეტი ჩვენს თავს არაკაცი არ გეცილებოდეს, მოგვიცემია ამისად გასათავებლად პირველად ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი, ზეცისანი და ქვეყანისანი.
ვინცა და რამაც კაცმა ესა მოგიშალოს, ურიასამც რჯულზედა შეიცვალების და ჴორცი მისი ჯოჯოხეთიდამ ნუ დაიხსნების.
მე, ყორღანაშვილს პა{ა}ტას დამიწერია და მოწამეცა ვარ<ა> ამ<ა> საქ<ა>მისა.
დაიწერა ნიშანი [ესე] ქორონიკონს ტივ, თებერვალს ით. † † † .