Jump to content

1629 წ. 04.04. - წყალობის წიგნი თეიმურაზ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-11/059

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 15



ჩვენ<ს>, მეფესა, პატრონსა თეიმურაზს და დედოფალსა და პატრონსა ხვარაშანს და სასურველსა ძესა ჩვენსა, პატრონს დავითს სოფელი ოძისი მისის სამართლიანის სამზღვრითა და საქმითა და ურუნბეხაშვილი მისის მამულითა სამკვიდროთ და სამამულოთ და საჯილდ<ო>{ა}ოდ ბარათაშვილის ქაიხოსროსათვის გვიბოძებია და ნურა კაცი ნუ ეცილებით, ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიზ აპრილი{ს} . [თეიმურაზ] [ხორეშან]

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტიზ აპრილის , ანუ 1629 წ. 4 აპრილი

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]
1629 წ. 4 აპრილი წყალობის წიგნი
საბუთის გამცემები: მეფე თეიმურაზი, დედოფალი ხვარაშანი და მათი ძე დავითი
საბუთის მიმღები: ბარათაშვილი ქაიხოსრო
საბუთის რაობა: თეიმურაზ მეფემ ქაიხოსრო ბარათაშვილს საჯილდაოდ უბოძა ოძისში მცხოვრები ურუნბეხაშვილი.

პუბლიკაცია

[edit]

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 15