თურქისტან თურქისტანიშვილი და მისმა შვილები გიორგი, ესტატე და ზაქარია ნასყიდობის წიგნს აძლევენ შაბურ (შაბუა) სოლთანშაშვილს, მის ძმებს ალაჰვერნას და საფარყულის და მის შვილებს ასლანს, სოლთანას და საფარს მასზედ, რომ მიჰყიდეს მიწა წყაროს ზევით, ერტისის გზის ჩასავალთან, რომელიც ესაზღვრებოდა შარასა და "მუხათ თავის" მიწას.
საბუთის მოწმეებია: ხუციშვილი მახარებელი, იორდანა, ზაზიაშვილი.