Jump to content

1638 წ. - განჩინება როსტომ მეფისა პაატა ელიზბარის შვილისა და გლურჯიძეების მამულის საქმეზე

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა და ბრძანებითა ხელმწიფისა როსტომ მეფისათა დავსხედით ღმრთის შიშს ქუეშე ბრჭედ ჩუენ: ბატონი კათალიკოზი, სახლისუხუცესი მანუჩარ, სუფრაჩი ვახტანგ, თურმანიძე თურმან და ბოქოულთუხუცესი ხოხონა.

პაატას ელისბარის შვილისა და ზაქარიას შვილის პაპუნასა და იმისი ბიძაშვილების მამულის სადაო საქმე გავაბრჭევით. ამას წინათ ელისბარს სამკუიდრო მამული წართმეოდა, წყალობათ ზაქარიას მისცემოდა, პაატა სამკუიდრობით ირჩოდა და ზაქარიას შვილი ნაწყალობევათ.

ჩუენ ამისი ასრე გაუჩინეთ: თუ წადგომილიყო და რომელიც შეგდებული და შესახელებული ასეთი კაცი შეეფიცებინა პაპუნასა, რომე პაატას გული შესჯერებოდა და ასრე დაეფიცა: "ამისმა მადლმა ამისმან განმაცხოვლებელმან ღმერთმან, როდესაც მე და ჩუენის სახლისკაცი გაყრილან, ეს ჭლაჭიშვილები და მაჩაბელაშვილი ჩუენი წილად მოხდომილი არის".

თუ ასრე დაეფიცა ასრე უნდოდა პაატას პაპუნასათვინ დაენებებინა. ვერც ასეთი მოფიცარი იშოვა, რომ პაატა დაზჯერებოდა; და თვითან წავიდნეს და წმიდის გიორგის არტენის წინა და ვეღარ დაიფიცეს.

ბოლომ კიდევ პაატას ძალი უყავით; და რომელსა კაცებსაც ეცილებოდა იმას გარდაის, რომელიც ამ პაატას უნდოდა, და ორი კაცი მივაცემინეთ: სასირეთს მამისიმედი, მისის მამულითა და ზედა ქსოვრისს შათირი, მისის მამულითა.

აწე ასრე გავასამართლეთ, რომე: არც ზაქარიაშვილსა და არც მის ბიძაშვილებს, არც სხუას გლურჯიძეებს ამასთან ხელი არა ჰქონდეს, არც ჭლაჭიშვილებთანა და არც მაჩაბელაშვილთანა ხელი არავის ჰქონდეს.

პაატას სამკუიდრო იყო და ისრევე პაატასათვინ და მისთა ძმათათვინ დაგვინებებია.

ქორონიკონსა 326.

დაიწერა ბრძანება ესე ხელითა მდივანმწიგნობრისა მარტლოზისშვილის შალვასათა.

ხელრთვა: როსტომ, მანუჩარ".

პუბლიკაცია

[edit]