როსტომ მეფე სიგელს აძლევს უცნობ პირებს (სავარაუდოდ ბარათაშვილებს), რომელთა სამკვიდრო მამულ აკურისში ორი საგლეხო მამული თურქისტანაშვილს უშოვია და შემდეგ მის შვილებს ქაიხოსროსა და მის ძმას ფალავანხოსროსა და გოსტაშაბისშვილის ყმათათვის მიუყიდიათ.
მეფე სამკვიდრო აკურისს სხვა მამულის სანაცვლოდ უბრუნებს [ბარათაშვილებს].
დაიწერა სიგელი 332 ბრძანება ესე ხელითა მდივანმწიგნობრისა ქორონიკონს ბირთველ თუმანიშვილის ხელით.
ხელრთვა: როსტომ.